ზოგი წყარო საპირისპისპიროს ამტკიცებს - ბარტონი ეშლის დაემუქრა, იცოდე ვერსად გამაგდებ, დავრჩები და კონტრაქტის ვადას ბოლომდე ამოვწურავო. დაეჯერება ვითომ ამ ნათქვამს? შეგახსენებთ, რომ ეს საკმაოდ ხმაურიანი კონფლიქტი ბარტონის მიერ "ტვიტერში" დაწერილმა გამონათქვამებმა გამოიწვია.
და აი, საზოგადოება კვლავ "ტვიტერის" მეშვეობით იგებს, რომ ახლა ყველაფერი შეიცვალა. სოციალურ ქსელში, რასაკვირველია, ისევ ფეხბურთელმა იაქტიურა. მან დაწერა:
"როდესაც გეუბნებიან გადახტიო, სულაც არ არის
შეგახსენებთ, რომ ბარტონი "ნიუკასლ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელია და მისი დატოვება მწვრთნელ ალან პერდიუსთვის დიდი შვება იქნება. თან, როგორც გაირკვა, თავდაპირველი ხმაურის მიუხედავად ბარტონის შეძენა რეალურად მხოლოდ "სტოკ სიტის" უნდა, ხოლო ლაპარაკი "ტოტენჰემ ჰოთსპურსა" და "ასტონ ვილაზე" სულ ტყუილი გამოდგა. ასეთ პირობებში ფეხბურთელს, რასაკვირველია "კაჭკაჭად" დარჩენა ურჩევნია.
"ტვიტერში" აქტიურობით, ამ ათი დღის წინ, კონფლიქტური ბუნებით ცნობილმა ბარტონმა პერდიუც გააბრაზა, მაგრამ "ვესტ ჰემის" ყოფილი თავკაცი ამბობს, რომ მას ფეხბურთელთან ურთიერთობა არ გაფუჭებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"