დალგლიშმა თქვა: "ვფიქრობ, "ვალენსიასთან" შეხვედრაში ბიჭებმა ქება დაიმსახურეს. განსაკუთრებით მომეწონა მულჩაუხრელი შრომა, რომელიც მათ დაცვაში გაწიეს. ჩემმა მცველებმა ყველა ღონე იხმარეს რათა გოლი არ გაეშვათ. ეს განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავი იყო, მითუფრო, რომ მეტოქეს ორი გოლი გავუტანეთ კიდეც. უკლებლივ ყველას თამაშით კმაყოფილი ვარ. დღეს ჩვენ ძალიან კარგი გუნდი
მერსისაიდელთაგან მეორე გოლი დირკ კუიტს ჩაუთვალეს, თუმცა გამეორებებზე გამოჩნდა, რომ ბურთს ფეხი ბოლოს სოტირიოს კირიაკოსმა წაჰკრა. საინტერესოა, რომ დალგლიშმა სასტარტო შემადგენლობაში იტალიელი ალბერტო აკვილანი ათამაშა, ბრაზილიელი ლუკასი კი სათადარიგოთა სკამზე დასვა.
"ვალენსიას" სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა ხუან მატა, რომლის ყიდვაც, მოგეხსენებათ, "არსენალს" უნდა.
"ლივერპულმა" ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა, როდესაც დავიდ ალბელდა შეცდა და ქეროლს ხელსაყრელი მდგომარეობა შეუქმნა - ალბელდამ გადაწყვიტა თავისი მეკარისთვის ბურთი ქუსლით მიეგორებინა და... ქეროლი შეიყვანა მასთან პირისპირ. რამდენიმე წუთის შემდეგ "ლივერპულს" შეეშინდა, რომ გლენ კონსონი სერიოზულად დაშავდა და ის მარტინ კელით შეცვალა. ამას ვალენსიელთა უპირატესობა მოჰყვა, თუმცა, შემდეგი სახიფათო მომენტი თუ ნახევარმომენტი ისევ "წითლებს" ჰქონდათ - ჯორდან ჰენდერსონმა ააცილა მიზანს.
მეორე ტაიმში ესპანური გუნდის შემადგენლობაში მოედანზე შესულმა სოფიან ფეგულიმ და რობერტო სოლდადომ სცადეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ "ლივერპულის" დაცვამ შესანიშნავად ითამაშა, ბოლოს კი მასპინძლებმა მეორე გოლიც გაიტანეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"