სქოულზმა ხელი დაგვიქნია

AutoSharing Option
პოლ სქოულზმა გამოსათხოვარ შეხვედრაში ითამაშა - "ოლდ ტრეფორდზე" 36 წლის მანჩესტერელი ვარსკვლავის ბენეფისი გაიმართა, რომელშიც მან გოლი გაიტანა.

ვეტერანს სულ 8 წუთი დასჭირდა მისთვის ჩვეული დარტყმა რომ შეესრულებინა და საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან ნიუ იორკის "კოსმოსის" კარი დაელაშქრა.

პოლ სქოულზმა კარიერა მაისში დაასრულა. მან მთელი კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა, გუნდის შემადგენლობაში 676 შეხვედრა ჩაატარა და 150 გოლი გაიტანა. "ოლდ ტრეფორდზე" შეკრებილ 74 731 გულშემატკივარს უნდოდა სქოულზს კიდევ ერთი გოლი გაეტანა და როდესაც "კოსმოსის" ფეხბურთელებმა საჯარიმოში ეშლი იანგი წააქციეს მსაჯმა კი პენალტი
დანიშნა, მოითხოვეს თერთმეტმეტრიანი დღის გმირს დაერტყა, მაგრამ ფეხბურთელმა ტრიბუნების თხოვნა ყურად არ იღო და პენალტი უეინ რუნიმ შეასრულა.

სულ, "იუნაიტედმა" 6 გოლი გაუტანა ნიუ იორკის გუნდს, რომელსაც "ოლდ ტრეფორდის" ლეგენდა ერიკ კანტონა ხელმძღვანელობდა. "კოსმოსმა" საპასუხოდ ვერაფერი მოახერხა. მანჩესტერელთაგან სქოულზისა და რუნის გარდა გოლები გაიტანეს ანდერსონმა, დენი უილბეკმა და ორიც მამე ბირამ დიუფმა, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონს ხან "მიოლდეში" ჰყავდა გაქირავებული და ხანაც "ბლექბერნში".

პოლ სქოულზს პელემ "კოსმოსის" მაისურა გადასცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული