მოგეხსენებათ, მოდრიჩს "ჩელსი" ეპატიჟება. "ლურჯები" ხორვატის სანაცვლოდ "სფურზს" 30 მილიონ ფუნტს სთავაზობენ, თუმცა ჩრდილოლონდონელები გამთამაშებლის გაყიდვას ცოცხალი თავით არ აპირებენ.
ოთხშაბათს, მოგეხსენებათ, სანაკრებო დღეა. ხორვატებს ირლანდიასთან აქვთ ამხანაგური შეხვედრა, ოღონდ დაბრუნდება თუ არა მოდრიჩი შეკრებიდან "სფურზის" ბაზაზე, კაცმა არ იცის.
"დეზებისა" და ბასკების თამაში "უაით ჰართ ლეინზე" გაიმართა. "ტოტენჰემმა" 2:1
"დიდი იმედი მაქვს, რომ ლუკა დარჩება. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს".
"ატლეტიკს" გოლები კრაუჩმა და ჯერმაინ დეფომ გაუტანეს, ანგარიში კი ბილბაოელმა მიკელ სან ხოსემ გახსნა.
თუმცა, "ტოტენჰემ ჰოთსპური" სხვა პრობლემის წინაშეც აღმოჩნდა: ჯერ გადასაწყვეტია, ჩატარდება თუ არა პრემიერლიგის პირველი ტურის თამაში "ევერტონთან", შაბათს, "უაით ჰართ ლეინზე". საქმე ის გახლავთ, რომ ეს სტადიონი დაახლოებით ერთ კილომეტრშია პოლიციის იმ განყოფილებიდან, სადაც გასულ უქმეებზე დიდი რბევა და არეულობა მოხდა: პოლიციელებს ოპერაციის დროს, სროლისას 29 წლის მარკ დაგანი შემოაკვდათ, რამაც უბნის მოსახლეობა განარისხა და ქუჩა საშინელ დღეში ჩააგდეს.
დემონსტრანტები პოლიციის მანქანებს თავს დაესხნენ. 8 პოლიციელი საავადმყოფოში გახდა წასაყვანი. თავის მხრივ სპეცრაზმმა 48 დემონსტრანტი დააკავა. არეულობამ ისეთი შემაშფოთებელი მასშტაბი მიიღო, რომ "სანის" ცნობით, დამრბევთა შორის 7 წლის ბავშვებიც კი შეამჩნიეს. რამდენადაც ცნობილია, არეულობები კიდევ არის დაგეგმილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"