ტომ კლივერლი ინგლისის ნაკრებშია

AutoSharing Option
ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდების ამხანაგურ შეხვედრაში ტომ კლივერლი ითამაშებს. 21 წლის კლივერლის ეროვნულ გუნდში გამოძახება ჯეკ უილშირისა და მაიკლ ქერიკის გამოკლებამ განაპირობა.

უილშირი ინგლისელთა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ სიაში მაინც ჩაწერა, მაგრამ "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მისი 19 წლის ნახევარმცველი ჰოლანდიასთან ვერ ითამაშებს.

კლივერლიმ დიდი შთაბეჭდილება კვირას, "ქომუნითი შილდის" შეხვედრაში მოახდინა. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტისთან" პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს აგებდა, მეორეში კი სამი გოლი გაიტანა - კლივერლი მოედანზე სწორედ შესვენების შემდეგ შევიდა.

მეგობარი ძალიან შეაქო
ნაკრებში გამოძახებულმა, "ტოტენჰემის" 21 წლის მცველმა კაილი უოქერმა: "ტომი დიდებული ფეხბურთელია და მან ეს კვირას "უემბლიზე" დაამტკიცა. კლივერლიმ ყველას გვაჩვენა თუ რისი გაკეთება შეუძლია, როდესაც ბურთს ფლბს. თავად მე კი ბედნიერი ვარ დიდი ფეხბურთელების მხარდამხარ ჩემი ქვეყნის ღირსებას რომ დავიცავ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული