"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცს ჰარი რედნაპს "რეალიდან" 26 წლის ფრანგი ნახევარმცველის, ლასანა დიარას ყიდვა უნდოდა. შეგახსენებთ, რომ დიარა ინგლისურ ფეხბურთს კარგად იცნობს, 2009 წლამდე "ჩელსიში", "არსენალსა" და "პორტსმუთში" გამოდიოდა, მაგრამ მისი ალბიონზე დაბრუნება ბრკოლდება, რადგან მადრიდელები ფრანგის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტს ანუ 23 მილიონ ევროს ითხოვენ.
როგორც ირკვევა, მხარეებს ნახევარმცველზე იმდენად განსხვავებული შეხედულება აქვთ, რომ ვაჭრობას აზრიც აღარ აქვს. რედნაპს მიაჩნია, რომ ლასანა დიარაში 14 მილიონ ფუნტზე ანუ 16 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ ღირს.
მეორე მხრივ, "სფურზს" აუცილებლად სჭირდება ნახევარმცველი,
რადგან უილსონ პალასიოსი 6 მილიონ ფუნტად შეიძლება "სტოკ სიტიში" გაიყიდოს, ლუკა მოდრიჩის მომავალი გაურკვეველია, სანდრო კი ტრავმის გამო დაახლოებით ორ თვეს გამოსტოვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"