ბარტონი დამრჩენს ჰგავს

AutoSharing Option
ჯოი ბარტონი როგორც ჩანს "ნიუკასლ იუნაიტედიდან" არსად წავა. "კაჭკაჭთა" 29 წლის ნახევარმცველი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და კონფლიქტს, რომელიც კლუბის მეპატრონე მაიკ ეშლისა და სხვა შეფებთან მოუვიდა თითქოს ყველას მიავიწყდა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ბარტონმა ეშლი და "კაჭკაჭთა" სხვა ხელმძღვანელები "ტვიტერში" საჯაროდ გააკრიტიკა, როსთვისაც მას ორი კვირის ხელფასი დაუნიშნეს და გუნდიდან აგდებდნენ კიდეც.

ბარტონის დარჩენა "ნიუკასლ იუნაიტედის" მწვრთნელისთვის, ალან პერდიუსთავის დიდი შვებაა. პერდიუ "მანჩესტერ იუნაიტედისგან" 22 წლის გარემარბ გაბრიელ ობერტანს ყიდულობს 3 მილიონ ფუნტად.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული