პოულსენი მასკერანოს შემცვლელად

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელთა განცხადებით, ისინი ყაბულს არიან, 30 წლის დანიელი ნახევარმცველი კრისტიან პოულსენი "ლივერპულს" 5,475 მილიონ ევროდ დაუთმონ.

მერსისაიდელთა ახალი დამრიგებელი როი ჰოჯსონი ამ ტრანსფერის მეშვეობით გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ნაპრალის შევსებას ლამობს – მოგეხსენებათ, "ლივერპულის" საყრდენი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გარემოს შეცვლას აპირებს, მით უფრო, რომ მას თვით "ბარსელონა" ეპატიჟება. ასე რომ, ჰოჯსონის ჩანაფიქრით, სწორედ აგრესიული და ხშირად უხეში დანიელია ის კაცი, რომელიც მასკერანოს მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად შეცვლის.

რაც შეეხება "ბებერ ქალბატონს", ტურინულმა გიგანტმა კრისტიან პოულსენი 2 წლის წინათ 9,75 მილიონ ევროდ
"სევილიასგან" იყიდა, ხოლო "ლივერპულთან" ახლახანს მიღწეული შეთანხმების თანახმად, დამატებით 1,2 მილიონ ევროს მიიღებს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიელი შუახაზელი თავისი ახალი კლუბის შემადგენლობაში გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული