ჩრდილოლონდონელებმა როგორც ესპანელი, ასევე ფრანგი ვარსკვლავი, რომლებიც ტოლები, 24 წლისანი არიან, 25 კაციან სიაში ჩაწერე და უეფას გადასცეს.
ამას, დიდ ყურადღებას იმიტომ ვუთმობთ, რომ ორივე ფეხბურთელს "ემირეიტ სთედიუმიდან" გაქცევა უნდა, ფაბრეგასს "ბარსელონაში", ნასრის კი "მანჩესტერ სიტიში". საკმარისია ერთმა ან მეორემ "უდინეზესთან" რომელიმე შეხვედრაში, შინ ან სტუმრად, მოედანზე თუნდაც ერთი წამით შედგას ფეხი, რომ
ნასრის უფრო გაუმართლა, პირველ შეხვედრაში დისკვალიფიცირებულია. ახლა ვნახოთ: "არსენალისა" და "უდინეზეს" პირველი შეხვედრა შემდეგ სამშაბათს ჩატარდება, საპასუხო კი რვა დღის შემდეგ - სხვა სიტყვებით, მანამდე ჯერ დიდი დროა და ფრანგს შეიძლება ეშველოს, "სიტიმ" იყიდოს. ფაბრეგასს კი ორივე შეხვედრაში მონაწილეობისთვის გზა ხსნილი აქვს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მისი ევროგანაცხადში შეყვანა "არსენალის" მხრიდან "ბარსელონას" დასაჩქარებელი ხრიკიც იყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"