საქმე ის არის, რომ "უაით ჰართ ლეინი", სადაც "დეზებს" მერსისაიდელი სტუმრები უნდა მიეღო, ძალადობის მთავარი სცენიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა. დედაქალაქის პოლიციამ განაცხადა, რომ შაბათის შეხვედრა საშიშია და ჯობს უკეთესი დროისთვის გადაიდოს.
პრემიერლიგის აღმასრულებელი შეფი რიჩარდ სკუდემორი ამბობს: "ბოლო მდგომარეობის აწონ-დაწონვამ "ტოტენჰემისა" და "ევერტონის" შეხვედრის გადადება გვაიძულა. პოლიციამ ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა, მაგრამ უბანი, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ხულიგნური ვნებების სარბიელად იყო ქცეული, ასე მოკლე დროში
დამოუკიდებელი განცხადება გაავრცელა "სფურზის" ოფისმაც: "ჩვენ ბოდიშს ვუხდით ყველა გულშემატკივარს, თუმცა შეხვედრის გადადება ჩვენი ბრალი არ არის. მიზეზი კლუბს გარეთაა. როდესაც დადგინდება შეხვედრის ახალი თარიღი, ჩვენ ფანებს დროულად შევატყობინებთ და ზარალსაც ავუნაზღაურებთ".
თამაშის გადადებამ გული დასწყვიტა "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მცველს, 27 წლის მაიკლ დოუსონს. მან "ტვიტერში" დაწერა:
"რასაკვირველია, ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. მთელი ექვსი კვირა ცხრა პირ ოფლს ვიდენდით სეზონს კარგად რომ შევხვედროდით, მაგრამ აი, დადგა პირველი ტურის დღე და ჩვენ შეჯიბრების მიღმა აღმოვჩნდით. რას იზამ, მესმის, რომ მთავარი ადამიანთა უსაფრთხოებაა. თამაშის ჩატარების საშუალება რომ ყოფილიყო, პოლიცია შანსს ხელიდან არ გაუშვებდა".
უკმაყოფილო გახლდათ "ევერტონის" კაპიტანი 34 წლის ფილ ნევილიც:
"გავიგე, რომ თამაში გადაიდო. მესმის, ეს ყველაფერი შექმნილი მდგომარეობის გამო მოხდა, მაგრამ ამდენი მომზადება წყალში ჩამეყარა და ამის გამო საშინელ გუნებაზე ვარ".
მერსისაიდელთა ფრანგი თავდამსხმელი, 33 წლის ლუი საა: "დარწმუნებული ვარ, რომ ამ თამაშის გადადება საუკეთესო გამოსავალი იყო. დღეს ფეხბურთზე მთავარი იმ ხალხის მოვლაა, რომელიც ამ საშინელი "ომის" მსხერპლი გახდა. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება".
"ტოტენჰემისა" და "ევერტონის" შეხვედრის გარდა "ბლუ სქვეარ ბეტ პრემიერში" ანუ, ძველებურად რომ ვთქვათ კონფერენს ლიგაში "ტელფორდისა" და "ლუტონის" შეხვედრა გადაიდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"