ნეიმარი ჩელსის უახლოვდება

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავ ნეიმარს ინგლისის ჩემპიონი "ჩელსი" შეიძენს.

ლონდოდნური კლუბის სასელექციო სამსახურის ხელმძღვანელი მაიკლ ემენალო ოთხშაბათს ნიუ ჯერსიში აშშ-ისა და ბრაზილიის ნაკრებთა ამხანაგურ მატჩს დაესწრო და ამ ვიზიტის მთავარი მიზანი "სანტოსის" 18 წლის ფორვარდზე დაკვირვება იყო. ემენალოსთან ერთად ტრიბუნაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტი პინი ზაჰავიც იჯდა, რომელიც "სანტოსთან" ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობდა. ბრაზილიელმა ჭაბუკმა თავი არ შეირცხვინა და ამერიკელებს ეფექტური გოლიც გაუტანა.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიურმა კლუბმა "ჩელსის" თავდაპირველი წინადადება შორს დაიჭირა, აქაოდა თქვენს მიერ შემოთავაზებული
17 მილიონი გირვანქა არარეალური თანხაა და ნეიმარს 29,6 მილიონ გირვანქა სტერლინგად თუ შეველევითო. "არისტოკრატთა" მომდევნო ახლანდელი შეთავაზება 25 მილიონია, დანარჩენი კი სანტოსელებზეა.

ნეიმარის პერსონით სხვა ლონდონური კლუბი, "ვესტ ჰემიც" იყო დაინტერესებული, მაგრამ "სანტოსს~ "ჩაქუჩთა" 12 მილიონი გირვანქა სასაცილოდაც არ ეყო, ხოლო შემდგომში "ვესტ ჰემმა" განზრახვაზე ხელი თავადაც ჩაიქნია – საქმეში ხომ ყოვლისშემძლე "ჩელსი" ჩაერთო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული