ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - სალგადო, ჰენლი, ნზონზი, ოლსონი - ჰოილეტი, დ. დანი, ემერტონი (46. როჩინა), პედერსენი (72. გუდვილი) - ფორმიკა (84. ბლექმენი), რობერტსი
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - სტირმენი (47. ფოული), ბერა, ჯონსონი, უორდი - ჯერვისი (76. ელოკობი), ჰენრი, ო’ჰარა, ჰანტი (90. მეიერჰოფერი) - დოილი, ს. ფლეტჩერი
გოლები: 1:0 ფორმიკა (20), 1:1 ფლეტჩერი (22), 1:2 უორდი (47)
გაფრთხილება: დანი, ემერტონი, რობერტსი, ნზონზი - რ. ჯონსონი, სტირმენი
ვერ გაიტანა პენალტი: დოილი (ვულვერჰემპტონი - 47)
კუთხური: 12-6; ჯარიმა: 13-11; კარში დარტყმა: 17-14
მაყურებელი: 21 996
ფულჰემი-ასტონ ვილა 0:0
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ჰიუზი, ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე - დ. დაფი, დ. მერფი, ეტუჰუ, დემპსი - ე. ჯონსონი, ზამორა (74. დემბელე).
ასტონ ვილა (4-3-3): გივენი - ლ. იანგი, რ. დანი, კოლინზი, უორნოკი - ნ’ზოგბია (67. ოლბრაიტონი), ს. პეტროვი (90. კლარკი), დელფი - აგბონლაჰორი, ჰესკი, ბენტი.
გაფრთხილება: დ. მერფი, დემდელე - აგბონლაჰორი, ჰესკი, ს. პეტროვი, რ. დანი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 10-19; კარში დარტყმა: 15-7 (5-1); თამაშგარე: 5-4; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 25 700
ლივერპული-სანდერლენდი 1:1
ლივერპული (4-4-2): რეინა - ფლენაგანი, აგერი, კარაგერი, ხოსე ენრიკე - ჰენდერსონი (61. კუიტი), ადამი, ლუკასი, დაუნინგი - ქეროლი, სუარესი (75. მეირელეში).
სანდერლენდი (4-5-1): მინოლე - ბერდსლი, ა. ფერდინანდი, ბრაუნი, რიჩარდსონი - ელმოჰამადი, კეტერმოლი, კოლბეკი, სესენიონი, ლარსონი (81. ვუგანი) - ასამოა გიანი (66. დონგ-ვონ ჯი).
გოლები: 1:0 სუარესი (12), 1:1 ლარსონი (57)
გაფრთხილება: კარაგერი, ჰენდერსონი, ადამი, კუიტი - რიჩარდსონი, კეტერმოლი, ბერდსლი, ლარსონი
ვერ გაიტანა პენალტი: სუარესი (ლივერპული -7)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 17-13; კარში დარტყმა: 14-14 (3-4); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 45 018
ქუინზ პარკი-ბოლტონი 0:4
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი - კ. დაიერი (7. ორი), გებიდონი, ჰოლი, ჰილი - ბოთროიდი, ფაურლინი, დერი, სმიტი (73. ჰელგიუსონი) - ტაარაბტი (76. ბუჟაკი), დ. ჯ. კემპბელი.
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - სტეინსონი, ნაითი, გ. კეჰილი, რობინსონი - იგლზი (81. მ. დევისი), რიო-კოკერი (83. პრეტლი), მუამბა, მ. პეტროვი - კ. დევისი, კლასნიჩი (86. ბლეიკი).
გოლები: 0:1 გ. კეჰილი (45), 0:2 გებიდონი (67 ს.კ.), 0:3 კლასნიჩი (70), 0:4 მუამბა (79)
გაფრთხილება: ჰილი - რიო კოკერი, გ. კეჰილი
გაძევება: ჰილი (90)
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 9-16; კარში დარტყმა: 17-18 (2-5); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 15 195
უიგანი-ნორვიჩი 1:1
უიგანი (4-5-1): ალ ჰაბსი - ბოისი, კოლდუელი, პისკუ (82. სტამი), ფიგეროა - გომესი (53. როდალეგა), უოტსონი, მოზესი, მაკარტი, დიამე - დი სანტო (53. სემონი).
ევერტონი (4-3-3): რადი - მარტინი, უიტბრედი (72. ბერნეტი), დე ლაეტი, ტირნი - კროფტსი, ფოქსი, სარმენი (75. ბენეტი) - ჰოლტი, ჰულაჰანი, მორისონი (75. პილკინგტონი).
გოლები: 1:0 უოტსონი (21), 1:1 ჰულაჰანი (45)
გაფრთხილება: დიამე, უოტსონი - ფოქსი, მორისონი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 12-8; კარში დარტყმა: 20-13 (6-2); თამაშგარე: 0-5; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 17 454
ნიუკასლი-არსენალი 0:0
ნიუკასლი (4-4-2): კრული - კოლოჩინი, ს. ტეილორი, რ. ტეილორი, სიმპსონი - ბარტონი, კაბაიე (81. ლოვენკრანდსი), ტიოტე, გუტიერესი - ბა (46. ობერტანი), ამეობი (73. ბესტი).
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, კოშელნი, ვერმაელენი, გიბსი - სონგი, რემსი (90. ჯურუ) - ჟერვინიო, როსიცკი (85. ფრიმპონგი), არშავინი (61. უოლკოტი) - ვან პერსი.
გაფრთხილება: კოლოჩინი, ტიოტე, ბარტონი - სონგი, გიბსი, როსიცკი, შჩესნი, ვერმაელენი
გაძევება: ჟერვინიო (76)
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 10-11; კარში დარტყმა: 8-11 (1-2); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 46 894
სტოკი-ჩელსი 0:0
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - ჰუთი, შოუკროსი, ვუდგეიტი, იულსონი - პენანტი, დილეპი (71. პაფი), უილანი, ეზერინგტონი (62. უაიტჰედი) - კ. ჯონსი (86. შოტონი), უოლტერსი.
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ალექსი, ტერი, ე. კოული - რამირესი, მიკელი, ლემპარდი - კალუ (75. დროგბა), ტორესი (89. ბენაიუნი), მალუდა (65. ანელკა).
გაფრთხილება: შოუკროსი, უილსონი - ე. კოული, ლემპარდი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-12; კარში დარტყმა: 6-20 (1-7); თამაშგარე: 1-5; ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 27 421
ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:2
ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): ფოსტერი - რიდი (85. ხარა), ტამაში, ოლსონი, შორი - ბრანტი, შარნერი, მულუმბუ, მორისონი - ტჩოი - ლონგი (88. კოქსი).
მანჩესტერ იუნაიტედი (4-5-1): დე ხეა - სმოლინგი, რ. ფერდინანდი (76. ფ. ჯონსი), ვიდიჩი (52. ევანსი), ფაბიო - ე. იანგი, კლივერლი, ანდერსონი, ნანი - რუნი, უილბეკი (65. ბერბატოვი).
გოლები: 0:1 რუნი (13), 1:1 ლონგი (37), 2:1 რიდი (81 ს.კ.)
გაფრთხილება: რიდი, შარნერი, კოქსი - ე. იანგი, ანდერსონი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 19-11; კარში დარტყმა: 16-11 (3-1); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 25 360
ტოტენჰემი-ევერტონი გადაიდო
დღეს:
მანჩესტერ სიტი-სუონსი
„ნიუკასლისა“ და „არსენალის“ შეხვედრა საფეხბურთო თვალსაზრისით საკმაოდ უინტერესო რამ გამოდგა. სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის გარეშე მოთამაშე „მეთოფეები“ ლაზათიან კომბინაციებს ვერ აწყობდნენ.
თვალში ყველაზე მეტად ახალშეძენილი კოტ დ’ივუარელი ჟერვინიო ხვდებოდა, რომელიც მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან თითქოს ინდივიდუალურად ამწვავებდა მდგომარეობას, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში უკბილო იყო - სავარაუდოდ იმიტომ, რომ ახალ თანაგუნდელებს ჯერ არ შეწყობია. სამაგიეროდ, 76-ე წუთზე 24 წლის თავდამსხმელი მოედნიდან გააძევეს და ახლა განვმარტავთ რა ვიგულისხმეთ, როდესაც ვთქვით, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით თამაში უინტერესო იყო - სამაგიეროდ, შეხლა-შემოხლის გამო გახლდათ სასეირო და ამ კონფლიქტებში „ნიუკასლის“ ნახევარმცველი ჯოი ბარტონი მონაწილეობდა.
სანამ ჟერვინიოს გაძევების ეპიზოდს აღვწერთ, პირველი გაქაჩვა-ქამოქაჩვის ამბავი მოვყვეთ. ეს მეორე ტაიმში მოხდა, როდესაც ბარტონს, ორთაბრძოლის შემდეგ, ალექს სონგმა ფეხი დააბიჯა. მსაჯმა ეპიზოდი ვერ დაინახა და აშკარად დასასჯელი სონგი დაუსჯელი დატოვა, ბარტონმა კი ბევრი იყვირა, ხელები შალა, გახდილი ბუცით მეოთხე მსაჯთანაც მიიჭრა და სამართალი რომ ვერ იპოვნა, როგორც ჩანს ამას ვერ შეეგუა და მორიგი კონფლიქტის ძებნა დაიწყო.
კონფლიქტმაც არ დაახანა. ეპიზოდი ასეთი იყო: ჟერვინიო „ნიუკასლის“ საჯარიმოში შეიჭრა და ისიმულანტა - პენალტის მოსაპოვებლად გაწვა. შორიახლოს მყოფმა ბარტონმა გადაწყვიტა პრემიერლიგის დებიუტანტისთვის ჭკუა ესწავლებინა, მივარდა მას და ძალიან უხეშად დაუწყო წამოყენება, ფაქტობრივად ეჩხუბებოდა. ამის შემყურე, ორივე გუნდის ფეხბურთელები გასაშველებლად მივარდნენ, ჟერვინიომ კი მომენტი ჩაიგდო და ხელი რომ გაითავისუფლა, ბარტონს სახეში ჰკრა.
სიმულაციასთან მებრძოლი ნახევერმცველი, ვითომცდა ისე მომხვდა, ნოკდაუნში ჩავვარდიო, მოედანზე გაიშოტა. შედეგად, მსაჯმა ჟერვინიო გააგდო, ბარტონს კი ყვითელი აკმარა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ბარტონმა „ნიუკასლის“ ხელმძღვანელებზე „ტვიტერში“ რაღაც კრიტიკული დაწერა, რის გამოც ის ორი კვირის ხელფასითაც დასაჯეს და გუნდიდან აგდებდნენ კიდეც, მაგრამ მისი ყიდვა არავის მოუნდა და ფეხბურთელმა როგორც ჩანს გადაწყვიტა „კარგი ბიჭი“ გამხდარიყო. ამიტომაც გადაირია „არსენალთან“ შეხვედრაში და იქამდე მივიდა სიმულაციასთან ბრძოლის სახელით თავად ისიმულანტა. საინტერესოა, რომ მოგვიანებით მან „ტვიტერში“ დაწერა, რომ აფერისტულ წაქცევებს ვერ იტანს, ხოლო თავად იმიტომ გაიშოტა, რომ ჟერვინიოს დარტყმისთვის ხაზი გაესვა.
„არსენალის“ თავკაცმა, არსენ ვენგერმა თქვა, რომ მსაჯს ბარტონიც უნდა გაეგდო, „ნიუკასლის“ მწვრთნელმა ალან პერდიუმ კი თავისი დაიცვა და სხვისი გაამტყუნა. ასეა, როდესაც ფეხბურთზე ვერ ლაპარაკობ, ყურადღება ჩხუბზე მაინც უნდა გადაიტანო.
მოდი, ახლა „ლივერპულის“ და „სანდერლენდის“ 1:1-ზე გადავიდეთ. მერსისაიდელება ხომ პრეტენზია აქვთ, რომ ძველებური იერის გუნდს აღადგენენ და ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებენ, ბევრს კი ერთსა და იმავე წყალში ორჯერ შესვლის, უფრო კონკრეტულად კი კენი დალგლიშის თანამედროვე მწვრთნელობის არ სწამს. „წითლებმა“ „შავ კატებს“ შინ, „ენფილდზე“ ვერ მოუგეს.
მასპინძლები ურუგვაელმა ლუის სუარესმა დააწინაურა. მან, ახალშეძენილი შოტლანდიელი ნახევარმცველის ჩარლი ადამის მიერ ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი თავურით შეგადო მოწინააღმდეგის კარში. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ „ლივერპულს“ მოედანზე ამ ზაფხულს ნაყიდი რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავდა მოედანზე. მათში დალგლიშმა ჯამში 49 მილიონი ფუნტი გადაიხადა, თუმცა „ენფილდს“ ოპტიმიზმი ისევ იმ სუარესმა ჩაუსახა, რომელიც მათთან იანვარში გადავიდა და გასული სეზონის მეორე ნახევარი გაახალისა. აქვე უნდა ითქვას, რომ 24 წლის ურუგვაელს გოლამდე რამდენიმე წუთით ადრეც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა. რაც შეეხება მასთან ერთად იანვარში ნაყიდ ინგლისელ ფორვარდ ენდი ქეროლს, მას „სანდერლენდის“ კარში გოლი არ ჩაუთვალეს. სტიუარტ დაუნინგმა, რომელიც „ლივერპულმა“ ივლისში იყიდა, ძელს გაარტყა ბურთი.
შემართულ მასპინძლებთან თამაში „შავ კატებს“ თავიდან გაუჭირდათ, მაგრამ შესვენების შემდეგ მერსისაიდელებმა ისეთი პასები, პირველ ტაიმში რომ აწვდიდნენ ერთმანეთს, ვეღარ გაათამაშეს და „სანდერლენდმაც“ 57-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში - გუნდის დებიუტანტმა სებასტიენ ლარსონმა მარჯვება ფრთიდან შორეულ ძელთან ჩაწოდებულ ბურთს ლამაზი „ნახევარმაკრატალა“ შეაგება.
მატჩის შემდეგ დალგლიშმა იმ ეპიზოდზე დაიჩივლა, როდესაც სუარესის წაქცევისთვის „სანდერლენდის“ კარში პენალტი დანიშნეს, მაგრამ წამქცევ კიერან რიჩარდსონს ყვითელი ბარათი აკმარეს:
„არც ხალხს უყვარს, როდესაც ფეხბურთელს მოედნიდან აძევებენ და არც მე ვიცი ზუსტად, როგორ წერია წესების წიგნში, მაგრამ თუ აშკარა საგოლე მომენტის ჩაშლა წითელი ბარათით ისჯება, მაშინ ამაზე მეტად საგოლე მომენტი ძნელი წარმოსადგენია. ათი მსაჯიდან ცხრანახევარი კიერანს მოედნიდან გააგდებდა“.
სტივენ უორდის მიერ გატანილი გამარჯვების გოლის წყალობით „ვულვერჰემპტონმა“ პრემიერლიგის პირველობა დიდებულად დაიწყო და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ბლექბერნში მოხდა, სადაც სამი თვის წინ მიკ მაკარტის გუნდმა წააგო და კინაღამ „ჩემპიონშიპში“ გავარდა. უორდმა მეორე ტაიმის დასაწყისში „დააქუხა“: მასპინძელთა მეკარე პოლ რობინსონმა კევინ დოილის დარტყმული პენალტი მოიგერია, მაგრამ ბურთი პიდაპირ უორდს ჩაუვარდა ხახაში. არადა, თავიდან საქმე ისე წავიდა, გეგონებოდა გასული სეზონის ბოლო ტურის შედეგი განმეორდებოდა: ანგარიში „ბოლტონმა“ გახსნა... თუმცა, სტივენ ფლეტჩერმა არგენტინელი მაურო ფორმისას გოლი 2 წუთში გაქვითა.
„ფულჰემმა“ და „ასტონ ვილამ“ ისეთი მოსაწყენი 0:0 ითამაშეს, რომ ამაზე გაჩერებაც არ ღირს. „ქუიზ პარკი“ 1996 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა პრემიერლიგაში და... საკუთარ „ლოფტუს როუდზე“ „ბოლტონთან“ 0:4 წააგო. „ნორვიჩ სიტიმ“ კი, შესვენებაზე „უიგანს“ გასახდელში ვეს ჰულაჰანის გოლი გაატანა და იქვე გაქვითა ბენ უოტსონის მიერ პენალტით შეგდებული ბურთი. ამ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა.
„ჩელსიმ“ სტოკში ვერ მოიგო - 0:0. ეს იყო თამაში, სადაც დაცვა თავდასხმას სჯდობდა. განსაკუთრებული ქების ღირსი მასპინძელთა დაცვა გახლდათ. „ლურჯების“ მრისხანე ფორვარდებმა, რომელთა შორის პირველ ნახევარში ყველაზე მწვავედ ფერნანდო ტორესი უტევდა, „სიტის“ ჯებირები ვერაფრით გაარღვიეს. საკუთრივ „სტოკ სიტი“ კი კუთხურებს და ჯარიმებს სჯერდებოდა.
მეორე ნახევარში „ჩელსიმ“ უფრო მეტი ჟინით შეუტია და პირველი სახიფათო მომენტი ჯონ ობი მიკელმა შექმნა, შემდეგ კი ნიკოლა ანელკას დარტყმულს ასმირ ბეგოვიჩმა თითი გაჰკრა, ბურთი ძელს მიარტყა და კარი ასე გადაარჩინა, მაგრამ დასავლეთლონდონელებს ციდან ვარსკვლავები მაინც არ მოუწყვეტიათ. ამ შეხვედრამ კიდევ ერთი კითხვა გააჩინა: რამდენად მართალი იყო „ჩელსის“ მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში სასტარტო შემადგენლობაში დიდიე დროგბას თამაშს ზემოხსენებული ტორესის თამაში რომ ამჯობინა.
დაბოლოს, ჩემპიონის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშზეც ვთქვათ: ინგლისის ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა პირველობა სტუმრად „ვესტ ბრომვიჩის“ ძლევით დაიწყო. „იუნაიტედის“ გამარჯვების გოლი თამაშის დამთავრებამდე 9 წუთით ადრე სტივენ რიდს საკუთარ კარში ჩაეჭრა. ამაში მას მანჩესტერელი ეშლი იანგი დაეხმარა.
ანგარიში შეხვედრის დასაწყისში უეინ რუნიმ დაბალი დარტყმით გახსნა. მან კომბინაცია ფაბიოსა და იანგთან გაითამაშა. ტაიმის მიწურულს „ვესტ ბრომვიჩის“ დებიუტანტმა, შეინ ლონგმა გაათანაბრა - ამ ეპიზოდში მანჩესტერელთა ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა შეცდა უხეშად. შეგახსენებთ, რომ დე ხეა ერთი კვირის წინ „ქომუნითი შილდის“ შეხვედრაში, „უემბლიზე“ მანჩესტერული დერბის დროსაც შეცდა და, როგორც ჩანს, ინგლისურ მას-მედიას დიდი მსჯელობის საბაბიც მიეცა: რამდენად გონივრულად მოიქცა სერ ალექს ფერგიუსონი ბუმბერაზი გუნდის კარი 20 წლის უცხოელს რომ ანდო? მიმომხილველებმა უკვე თქვეს, „იუნაიტედს“ რომ არ გამართლებოდა და გამარჯვების გოლი არ გაეტანა, ესპანელი გოლკიპერის თამაში ყველა ფეხის ნაბიჯზე მთავარი თემა იქნებოდაო.
საინტერესო კიდევ ის იყო, რომ ამ შეხვედრაში „იუნაიტედს“ ორივე გამოცდილი ცენტრალური მცველი დაუშავდა, ნემანია ვიდიჩიცა და რიო ფერდინანდიც.
მომდევნო ტური
20 აგვისტო: სანდერლენდი-ნიუკასლი, არსენალი-ლივერპული, ასტონ ვილა-ბლექბერნი, ევერტონი-ქუინზ პარკი, სუონსი-უიგანი, ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი.
21 აგვისტო: ნორვიჩი-სტოკი, ვულვერჰემპტონი-ფულჰემი, ბოლტონი-მანჩესტერ სიტი.
22 აგვისტო. მანჩესტერ იუნაიტედი-ტოტენჰემი