მოგეხსენებათ, მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილი გოლკიპერი „იუნაიტედს“ 18 მილიონი ფუნტი ანუ 20,5 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ მან, ახალი გუნდის შემადგენლობაში, პირველ ორ შეხვედრაში, სეროზული შეცდომები დაუშვა, რის გამოც ინგლისის ჩემპიონებმა გოლები გაუშვეს.
ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, პირველი შეცდომის შემდეგ, დე ხეას ამჯერადაც მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი „გადაეფარა“. მანამდე კი, მოედანზე, ესპანელის „ცეცხლის ხაზიდან“ გამოყვანა 25 წლის ეშლი
ვნახოთ რა თქვა ფერგიუსონმა ამ ჯერზე:
„კეთილი იყოს მისი მობრძანება ინგლისში. დავიდს შეინ ლონგის დარტყმული, რასაკვირველია, უნდა მოეგერიებინა. მეორე ტაიმში კი მას ფიზიკური ორთაბრძოები მოუწყვეს და, ვფიქრობ, მსაჯს გოლკიპერის დაცვა მართებდა.
ახლა სხვა გზა არ არის, დე ხეამ შექმნილი მდგომარეობა უნდა გადაიტანოს. ვფიქრობ, კარგი გაკვეთილი მიიღო. ბიჭი 20 წლის არის და პროგრესის გზაზე დგას. ამწუთას მხოლოდ პატარა თავში წამორტყმა სჭირდება, მეტი არაფერი“.
ერთი კვირის წინ, „ქომუნითი შილდის“ შეხვედრაში დე ხეამ ედინ ჯეკოს შორეული დარტყმული გაუშვა. მაშინაც და ახლაც, გოლკიპერს თანაგუნდელებმა უშველეს - მისი შეცდომა მეტოქის კარში გატანილი გოლებით გამოასწორეს და მოიგეს. როდესაც ფერგიუსონს ჰკითხეს, დე ხეასთვის ინგლისში კარიერის ჯიქურ დაწყება მეტისმეტი ხომ არ იყო, მან ჟურნალისტებს ლეგენდარული დანიელი მეკარე პიტერ შმეიხელი შეახსენა და უთხრა, რომ პრემიერლიგაში თავიდან ისიც კი ცდებოდა.
„გამოცდილება მკარნახობს, რომ კონტინენტიდან ჩამოყვანილ მეკარეებს ინგლისთან შესაგუებლად დრო სჭირდებათ. შმეიხელსაც იგივე სჭირდა. თუ სწორად მახსოვს ოთხშაბათი იყო, როდესაც ვ „უიმბლდონმა“ საშინელ დღეში ჩააგდო. შემდეგ, შინ, „ლიდსთან“ შეცდა უხეშად და გოლი გავუშვით, მაგრამ ასეთი რთული სტარტის მიუხედავად, ის ყველა დროის საუკეთესო მეკარე გახდა“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"