მოგეხსენებათ, „ლურჯებმა“ პირველ ტურში სტოკში ფრედ 0:0 ითამაშეს, რის შემდეგაც გუნდის ახალმა მწვრთნელმა თქვა: „მუჯლუგუნებისა და ბიძგების რაოდენობამ გამაოცა. ეს, რაღაც, ამქვეყნიური არ იყო“.
ოთხშაბათს პრემიერლიგის მწვრთნელებისა და მსაჯების შეხვედრაზე AVB სწორედ ამ საკითხზე აპირებს ყურადღების გამახვილებას. „სტოკისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაში დასავლეთლონდონელები ორჯერ ითხოვდნენ პენალტს, ერთხელ ფრანკ ლემპარდის, ხოლო მეორედ ფერნანდო ტორესის წაქცევის გამო, თუმცა მსაჯმა, მარკ ჰეისლიმ ორივე ეპიზოდში თამაშის გაგრძელება ბრძანა.
„ჩვენ, დამოუკიდებლად, ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებით. ოთხშაბათს
ვფიქრობ, მასპინძელთა ძლიერ მხარეებთან ბრძოლას კარგად გავართვით თავი, მაგრამ შეტევას მუჯლუგუნების რაოდენობა უბრალოდ შეუძლებელს ხდიდა. ბოლოს და ბოლოს შეხვედრის განმავლობაში ხელის კვრას სადღაც დასასრული ხომ უნდა ჰქონოდა? მსაჯებმა ასეთ დეტალებზე ყურადღება უნდა გაამახვილონ. „სტოკს“ „ფეარ პლეის“ აღიარებული ნორმები ნამდვილად არ დაურღვევია, მაგრამ მუჯლუგუნებში ყველანაირ ზღვარს გადაცდა“, - თქვა ვილაშ-ბოაშმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"