32 წლის ცენტრალურ მცველს, პირველი შეფასებებით, შეიძლება ექვსი კვირა გაუცდეს! ასეთი მდგომარეობა ეროვნული გუნდის იტალიელ თავკაც ფაბიო კაპელოს საგონებელში აგდებს, რადგან მას რიო 2 სექტემბერს ბულგარეთში, ხოლო 6 სექტემბერს შინ, უელსის ნაკრებთან სჭირდებოდა. ეს ორი შეხვედრა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების G ჯგუფის კალენდრისა გახლავთ. ის კი არა, თუ „იუნაიტედის“ ვეტერანი დროულად ვერ გამოჯანმრთელდება მას შეიძლება 7 ოქტომბერს ჩერნოგორიასთან პრინციპული შეხვედრაც
კაპელოზე არანაკლებ შავ დღეშია ინგლისის ჩემპიონთა თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი. მას „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრაში ფერდინანდამდე კაპიტანი ნემანია ვიდიჩი დაუშავდა. ამბობენ, რომ ვიდიჩსაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება. მას მყესის პრობლემა აქვს.
ფერგიუსონის „ლაზარეთიდან“ რაფაელის ამბავიც აუცილებლად სახსენებელია. მას მხარი აქვს ამოვარდნილი. ბრაზილიელი ტყუპისცალი სამი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ფერგიუსონმა თქვა:
„ბოლო დღეები საშინელი მაქვს. ახალგაზრდა რაფა 10 კვირას გამოსტოვებს, მხარი იტკინა სერიოზულად. რიოს საქმეც ვერ არის კარგად, აი, ვიდიჩს კი შევხედავთ. თუ ნერვის ამბავია, რამდენიმე კვირის გამოტოვება მასაც მოუწევს. ჩამოთვლილი ფეხბურთელების დანაკლისი, რასაკვირველია, სერიოზულია, მაგრამ ჩემს განკარგულებაში არიან ფილ ჯონსი, ჯონი ევანსი და კრის სმოლინგი, ხოლო პატრის ევრა შემდეგ ტურში დაგვიბრუნდება“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"