წიგნს დაახლოებით ასე ჰქვია: „სწრაფად გაზრდილი ბიჭი“... შეგვიძლია „სრაფად დაკაცების ისტორიაც“ ვუწოდოთ. მასში უოლკოტი იხსენება, როგორ უყვიროდა კაპელო, იცოდე, მოგკლავო. ეს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მოსამზადებელი პერიოდის დროს, ერთ-ერთ ვარჯიშზე მოხდა, როდესაც ის გარღვევის დროს ფლანგიდან საჯარიმოში შევარდა. ამ ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელმა გარემარბი თუ განაპირა ნახევარმცველი (თუ გნებავთ
უოლკოტი წერს: „მართალი გითხრათ, ზუსტად არასდროს ვიცოდი, რას ითხოვდა კაპელო მოედანზე ჩემგან. დავიზაფრე. იმ სეზონში დავშავდი, შედეგად საკუთარი თავის რწმენა შემერყა, მაგრამ არავინ დამხმარებია. არადა, თუ მწვრთნელი ხარ, წესით უნდა გინდოდეს შენმა ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშოს და მათ ხელს უნდა უწყობდე. კაპელოს საქციელმა გულში ლახვარი ჩამასო. თავი უსამართლოდ დაჩაგრულად ვიგრძენი“.
წიგნში უოლკოტი იხსენებს, როგორ აარიდა კაპელომ თვალი სასტუმროში, როდესაც მან გუნდის კრების გაცდენის შემდეგ ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა და მწვრთნელთან მივიდა. იტალიელს არსენალელისთვის კარი პირდაპირ სახეში მიუჯახუნებია.
უოლკოტის მოგონებებში გახლავთ აღწერილი (უფრო სწორად კი დადასტურებული) ის ამბავი, თუ როგორ ესროლა მწვრთნელმა ემილ ჰესკის რაღაც საგანი - ეს დონეცკში, სადილობისას მოხდა, როდესაც კაპელოს მობილურების გამორთვა ჰქონდა ნაბრძანები, მაგრამ შეამჩნია, რომ ჰესკი მესიჯს აგზავნიდა.
ავტორმა არც თანაგუნდელები დაინდო. მას აღწერილი აქვს ისტორია, თუ როგორ გადატეხა უეინ რუნიმ ბილიარდის კი ჯონ ტერისთან პარტიის წაგების გამო. გაზეთები წერენ, რომ ასეთი პირადი დეტალების გამომზეურება შესაძლოა არც რუნისა და სხვა ფეხბურთელებს ესიამოვნოთ.
კაპელო დიქტატორი რომ არის და შეკამათება არ უყვარს, ამას მაიკლ ოუენიც ადასტურებს. ვეტერანი იგონებს თავის ბოლო გამოძახებას ინგლისის ნაკრებში. ეს ამბავი სამი წლის წინ მოხდა. ის გამოძახება 2001 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის უკანასკნელი იმიტომ აღმოჩნდა, რომ მან გაბედა და იტალიელ მწვრთნელს უკმაყოფილოდ ჰკითხა სათადარიგოთა სკამზე რატომ დამსვი, რატომ არ მათამაშეო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"