დასავლეთლონდონელთა თავკაცი, ანდრე ვილაშ-ბოაში მოედნის შუაში გუნდის სიმკვირცხლით უკმაყოფილოა. მას მიაჩნია, რომ პრემიერლიგის პირველ ტურში, სტოკში, მისმა გუნდმა უპირველეს ყოვლისა ნახევარმცველთა მძიმე თამაშის გამო ვერ მოიგო. შეგახსენებთ, რომ მატჩი დასრულდა ფრედ, 0:0.
„ჩელსი“ „ტოტენჰემს“ მოდრიჩის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს ან 27 მილიონ ფუნტსა და იოსი ბენაიუნს სთავაზობს. 31 წლის ბენაიუნი დასავლეთ ლონდონელთა ებრაელი ნახევარმცველია, რომელიც ადრე „ლივერპულში“ თამაშობდა. „სანმა“ დაადგინა, რომ ბენაიუნი „უაით ჰართ ლეინზე“
შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ და „ტოტენჰემ ჰოთსპური“ მოდრიჩის გამო მთელი ზაფხულის მანძილზე ვაჭრობენ. „ლურჯებმა“ „დეზებს“ თავდაპირველად 22 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, რაზეც ცივი უარი მიიღეს. მაშინ, „დეზების“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა თქვა, რომ ხორვატი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია და მასში მყიდველმა მხარემ იმდენი უნდა გადაიხადოს, რამდენსაც, ჩვეულებრივ, ასეთი რანგის ფეხბურთელებში იხდიან. რედნაპმა ისიც კი თქვა, მოდრიჩი „ბარსელონაში“ ძირითადის წევრი იქნებოდაო. ამის შემდეგ „ჩელსიმ“ 27 მილიონი გაიმეტა და ჩრდილოლონდონელებს ახალი წინადადებით მიმართა.
შეგახსებთ იმასაც, რომ ორი ლონდონური კლუბის ვაჭრობის მიღმა ერთმა დიდმა პრობლემამაც იჩინა თავი: „სფურზის“ თავმჯდომარე დენიელ ლივი მოდრიჩზე გაბრაზდა და განაცხადა, რომ მას არანაირ ფასად არ გაყიდიდა. ფეხბურთელს და ბოსს შორის, ივნისში, ამ უკანასკნელის კაბინეტში ხმამაღალი ლაპარაკიც კი გაიმართა. მოდრიჩი ცდილობდა მისთვის ძველი დაპირება შეეხსენებინა, რომლის თანახმადაც როგორც კი „კარზე დიდი გუნდი დააკაკუნებდა“, ლივის ის უნდა გაეშვა.
ეს გახლდათ ზეპირი დაპირება, რომელიც ხორვატი ვარსკვლავის აზრით „დეზების“ თავმჯდომარემ დაივიწყა. თუმცა, ჩრდილოლონდონელთა კლუბში წონიანი სიტყვა მხოლოდ თავმჯდომარეს არ ეთქმის. იქ, გავლენიანი რედნაპიცაა, მას კი, როგორც ამბობენ, ძველებურად შეუვალი პოზა აღარ უჭირავს.
ხუთშაბათს მოდრიჩი ევროლიგის პლეი-ოფში შოტლანდიურ „ჰართსთან“ არ ითამაშებსო, მრავალმნიშვნელოვნად წერენ გაზეთები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"