ეშლი იანგი და სკოლა-2

AutoSharing Option
26 წლის ინგლისელი ვარსკვლავი ეშლი იანგი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შემდეგ თავს ისე გრძნობს თითქოს სკოლაში დაბრუნდა. „ასტონ ვილასგან“ 20 მილიონ ფუნტად ნაყიდი ჰაფბეკი ცხადად მიხვდა, რომ ის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ ძალიან შორს არის და წინ დიდი გზა აქვს გასავლელი.

„ვარჯიშებზე ყველაფერს ვაკვირდები და ვცდილობ შევითვისო. მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით გასული ვალდებული ვარ თავდადებით ვითამაშო და საუკეთესო თვისებები ვაჩვენო.

ჩემს გარშემო ისეთი ბიჭები არიან, რომ მათგან ვსწავლობ. აქ, ერთმანეთის ყველას ესმის. მეც ყველასი მესმის და ისინიც მხარში მიდგანან.
სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო მოიგო „იუნნაიტედმა“ ამდენი ჯილდო“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული