ბალოტელი დაშავდა

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ აღფრთოვანება, რომელიც სერხიო აგუეროს ეფექტურმა გამოჩენამ გამოიწვია, მარიო ბალოტელის ტრავმის შესახებ ცნობამ მოთოკა - 21 წლის აფრი-იტალიელს კვლავ მარჯვენა მუხლი აწუხებს.

ორშაბათს, „სიტისა“ და „სუონსის“ შეხვედრაში ბალოტელიმ მონაწილეობა ვერ მიიღო. მართალია, ელოდნენ, რომ ფორვარდი ბოლოს, ცოტა ხნით მაინც შევიდოდა მოედანზე, მაგრამ შაბათს საერთოდ ვერ ივარჯიშა და ისტლენდელმა ექიმებმა გადაწყვიტეს მკაცრი ზედამხედველობა დაუწესონ.

შეგახსენებთ, რომ მარჯვენა მუხლზე ბალოტელიმ გასულ სეზონში ოპერაცია გაიკეთა, შემდეგ კი ამერიკაში იყო იმ სპეციალისტთან, რომელმაც თავის დროზე ცნობილ მეგოლფე ტაიგერ ვუდსს და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელ
მაიკლ ოუენს უმკურნალა. სწორედ მუხლის გამო ვერ მოხვდა ბალოტელი ზაფხულში იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული