"ლივერპული" სატრანსფერო უღელკეჰილზეა

AutoSharing Option
„ლივერპულის“ თავკაცი კენი დალგლიში სადაცაა „ბოლტონიდან“ გარი კეჰილის გადაბირების საკითხს მოაგვარებს. კეჰილი, მოგეხსენებათ, 25 წლის მცველია, რომელსაც სამჯერ ინგლისის ნაკრებშიც კი უთამაშია. ამბობენ, რომ მერსისაიდელები „ბოლტონს“ კეჰილის სანაცვლოდ მხოლოდ ფულს კი არ გადაუხდიან, არამედ ფეხბურთელსაც დაუმატებენ.

დალგლიში მცველს მთელი ზაფხულია ეძებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში, კონკრეტულად კეჰილის ვარიანტსაც განიხილავს, მაგრამ ბოლტონელს „არსენალიც“ უტრიალებს. დალგლიშის წინადადება ასეთია: 10 მილიონი ფუნტი და ზედაც ორი კაცი, დავიდ ნგოგი და 16 წლის თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი.

„ბოლტონის“ მცველმა პრემიერლიგის პირველ ტურში თავი გამოიჩინა: „ქუინზ
პარკ რეინჯერსთან“ შეხვედრაში (ეს თამაში „ბოლტონმა“ ლონდონში მოიგო 4:0) ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ამის შემყურე მწვრთნელმა, ოუენ კოილმა განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელი არსად წავა, თუმცა ბიზნესი ბიზნესია - თუკი სხვადასხვა რგოლში მოთამაშეების დამატება და გუნდის გაძლიერება სურს, „ბოლტონი“ იძულებული გახდება კეჰილი გაყიდოს და ფეხბურთელებიცა და ფულიც ამ გზით იშოვნოს. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ბაზრის დახურვაMDE ანუ 31 აგვისტომდე ჯერ კიდევ არის დრო.

ზემოთ ვახსენეთ, რომ გარი კეჰილის შეძენა „არსენალსაც“ სურს. გაზეთები წერენ, რომ „მეთოფეთა“ თავკაც არსენ ვენგერს სესკ ფაბრეგასის გაყიდვის შემდეგ ანგარიშზე 40 მილიონი ფუნტი დაუჯდა და ეს თანხა შეუძლია ლაზათიანად ხარჯოს.

„ლივერპულს“ კეჰილის გარდა „სტოკ სიტის“ 14 მილიონ ფუნტად შეფასებული მცველი, 23 წლის რაიან შოუკრისიც ჰყავდა მიზანში ამოღებული, მაგრამ სტოკელთა მწვრთნელმა ტონი პულისმა კატეგორიულად განაცხადა, რომ შოუკროსს არ გაყიდის. მერე, რაც „ლივერპულში“ მწვრთნელად დაბრუნდა დალგლიშმა ტრანსფერებში უკვე 100 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა, თუმცა „წითლების“ ბანაკიდან სატრანსფერო აქტიურობას კიდევ უნდა ველოდოთ, რადგან მათ მიზნად „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „სიტისთან“, „ჩელსისა“ და „არსენალთან“ შეჯიბრება აქვთ დასახული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული