დალგლიში მცველს მთელი ზაფხულია ეძებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში, კონკრეტულად კეჰილის ვარიანტსაც განიხილავს, მაგრამ ბოლტონელს „არსენალიც“ უტრიალებს. დალგლიშის წინადადება ასეთია: 10 მილიონი ფუნტი და ზედაც ორი კაცი, დავიდ ნგოგი და 16 წლის თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი.
„ბოლტონის“ მცველმა პრემიერლიგის პირველ ტურში თავი გამოიჩინა: „ქუინზ
ზემოთ ვახსენეთ, რომ გარი კეჰილის შეძენა „არსენალსაც“ სურს. გაზეთები წერენ, რომ „მეთოფეთა“ თავკაც არსენ ვენგერს სესკ ფაბრეგასის გაყიდვის შემდეგ ანგარიშზე 40 მილიონი ფუნტი დაუჯდა და ეს თანხა შეუძლია ლაზათიანად ხარჯოს.
„ლივერპულს“ კეჰილის გარდა „სტოკ სიტის“ 14 მილიონ ფუნტად შეფასებული მცველი, 23 წლის რაიან შოუკრისიც ჰყავდა მიზანში ამოღებული, მაგრამ სტოკელთა მწვრთნელმა ტონი პულისმა კატეგორიულად განაცხადა, რომ შოუკროსს არ გაყიდის. მერე, რაც „ლივერპულში“ მწვრთნელად დაბრუნდა დალგლიშმა ტრანსფერებში უკვე 100 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა, თუმცა „წითლების“ ბანაკიდან სატრანსფერო აქტიურობას კიდევ უნდა ველოდოთ, რადგან მათ მიზნად „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „სიტისთან“, „ჩელსისა“ და „არსენალთან“ შეჯიბრება აქვთ დასახული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"