სერხიო აგუერო - ბიჭი კუნი არგენტინიდან

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ ახალშენაძენს, 23 წლის სერხიო აგუეროს ნება დართეს მაისურზე ოფიციალურად თავისი ზედმეტსახელი, კუნი ეწეროს.

მიაქცევდით ყურადღებას, რომ ორშაბათს, „ეტიჰედ სთედიუმზე“, „სუონსი სიტისთან“ შეხვედრაში, აგეურო მოედანზე სწორედ ასეთი წარწერით შევიდა - 16 ნომრიან მაისურს არა სერხიო აგუერო არამედ კუნ აგუერო ეწერა.

ინგლისური საზოგადოებისთვის უცნობი იყო რას ნიშნავს და საიდან მოდის ეს სიტყვა, „კუნი“. ფეხბურთელმა განმარტა, რომ კუნი მას, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ბებიამ და პაპამ შეარქვეს. თურმე ნუ იტყვით და ისინი პატარა სერხიოს იაპონური მულტფილმის გმირ „კუმ კუმს“ ამსგავსებდნენ. „კუმ კუმი“
პატარა ბიჭუნაა, რომელიც სულ ხიფათში ვარდება.

აგუეროს, მაისურზე, „ატლეტიკოში“ თამაშის დროსაც კუნი ეწერა. პრემიერლიგის წარმომადგენელმა თქვა:

„თუკი დადასტურდება, რომ ფეხბურთელი სხვა ლიგაშიც იმავე სახელით ჰყავდათ რეგისტრირებული, მაშინ არანაირი პრობლემა არ არსებობს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული