”ვალენსია” მატას ”ჩელსისთვის” ვერ იმეტებს

AutoSharing Option
„ჩელსის“ „ვალენსიასგან“ 23 წლის ხუან მატას ყიდვა უნდოდა, მაგრამ უარი მიიღო.

როგორც კი „ლურჯების“ თავკაცმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა შეიტყო, რომ მატაზე თვალი „არსენალსა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურსაც“ ეჭირა, მეპატრონე რომან აბრამოვიჩი დააჩქარა - ოთხშაბათს ვალენსიელებმა ლონდონიდან წინადადება მიიღეს, რომლის მიხედვითაც მატას სანაცვლოდ 18 მილიონ ფუნტს ანუ 20,5 მილიონ ევროს ახლავე მიიღებდნენ, ხოლო 4 მილიონს მოგვიანებით, მაგრამ უარი თქვეს.

„ვალენსიას“ ფეხბურთელთან განშორება არ უნდა, თუმცა, ტაბლოიდებმა გამოჩხრიკეს, რომ თავად მოთამაშეს ძალიანაც სურს „სტემფორდ ბრიჯზე“ გადაბარგება.

გაზეთებში ისიც დაიწერა, რომ დასავლეთლონდონელები მატას ხელში ჩასაგდებად
ყველა ღონეს იხმარენ და ასე იოლად არ დანებდებიან. ამბობენ, რომ აბრამოვიჩი პირადად გადაფრინდება ესპანეთში „ღამურების“ პრეზიდენტ მანუელ ლორენტესთან მოსალაპარაკებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული