"ტოტენჰემ ჰოთსპურს" დიარა ეჩქარება

AutoSharing Option
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელი ჰარი რედნაპი იმედოვნებს, რომ ორშაბათამდე ანუ „ოლდ ტრეფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრამდე ლასანა დიარასთან კონტრაქტს გააფორმებს და ფეხბურთელს ათამაშებს.

დიარა 26 წლის ფრანგი ნახევარმცველია, ეგრეთწოდებული ჩამშლელი ფუნქციის მქონე ფეხბურთელი, რომელიც 2009 წლის შემდეგ „რეალში“ თამაშობს. რამდენადაც ინგლისური პრესისთვის გახდა ცნობილი, დიარაში „დეზები“ დაახლოებით 6 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

რედნაპი დიარას შეძენას იმიტომ ჩქარობს, რომ ტომ ჰადლსტოუნი და სანდრო ჰყავს დაშავებული. „სფურზის“ თავკაცი „ვესტ ჰემიდან“ სკოტ პარკერის ყიდვაზეც არ ამბობდა უარს, მაგრამ „ჩაქუჩებმა“ პარკერში 8 მილიონი ფუნტი მოითხოვეს, ხოლო 31
წლის ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა, რასაკვირველია, ძნელი საქმეა.

როდესაც დიარა „დეზებთან“ კონტრაქტს ხელს მოაწერს ჰონდურასელი უილსონ პალასიოსი „სტოკში“ გადავა. სტოკელთა თავკაც ტონი პულისს „ტოტენჰემისგან“ თავდამსხმელის პიტერ კრაუჩის ყიდვაც უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული