წვიმა და დარი ლონდონქალაქში [+VIDEO]

AutoSharing Option
გასული უქმეების ცენტრალურ შეხვედრის მიმოხილვით დავიწყოთ: „არსენალმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 0:2 წააგო [იხილეთ ვიდეო]. მატჩის შემდეგ დამარცხებულთა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თავის ბიჭებს შეუძახა, თავი მაღლა გეჭიროთო.

ეს გახლდათ მერსისაიდელთა პირველი გამარჯვება „არსენალთან“, ლონდონში, 2000 წლის შემდეგ. მასპინძელთათვის კი შეხვედრა საშინლად უიღბლო გამოდგა: მსაჯმა თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მოედნიდან ემანუელ ფრიმპონგი გააგდო, ლორან კოშელნი კი მე-16 წუთზევე დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ „მეთოფეთა“ რიგებში ითამაშა სამირ ნასრიმ, რომელიც, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას ცდილობს და დიდი შანსია უახლოეს პერიოდში გახდეს
კიდეც ისტლენდელი. უნდა ითქვას, რომ ნასრის ცუდად არ უთამაშია - „არსენალის“ ნახევარდაცვა პირველ შეხვედრასთან შედარებით უკეთ თამაშობდა, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ „ლივერპული“ ჯერ აარონ რემსის ავტოგოლით დაწინაურდა, ხოლო შემდეგ ლუის სუარესმა მეორე შეაგდო.

ვენგერს პირველ ტურშიც გაუგდეს ფეხბურთელი - ჟერვინიო, ასე რომ ტრავმირებულთა და დისკვალიფიცირებულთა სიამ „ემირეიტ სთედიუმზე“ შთამბეჭდავ რაოდენობას მიაღწია. შეგახსენებთ, რომ რთულ დღეში ჩავარდნილ „მეთოფეებს“ ოთხშაბათს იტალიაში „უდინეზესთან„ აქვს სათამაშო, კვირას კი „ოლდ ტრეფორდზე“ უნდა ჩავიდეს და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეებრძოლოს. ამიტომაც, ლოგიკურია ვენგერი თავის ფეხბურთელებს განსაკუთრებული მონდომებით რომ ამხნევებს.

„ჩვენ რვა ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა შესანიშნავად ვითამაშეთ, - თქვა ჩრდილოლონდონელთა ფრანგმა შეფმა. - ამიტომაც, გარემო მუქად არ მეჩვენება. უბრალოდ, ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ყოველ წაგებას მიწისძვრის ეფექტი აქვს. რასაკვირველია, წაგებამ ძალიან დაგვწყვიტა გული, მაგრამ ჯერ სეზონის დასაწყისია“.

პრესკონფერენციაზე ვენგერს შეახსენეს, რომ სესკ ფაბრეგასის „ბარსელონაში“ გაყიდვით 40 მილიონი ფუნტი შეუვიდა და გულშემატკივარი მისგან გუნდის გაძლიერებას ითხოვს. მწვრთნელმა მიუგო:

„ჩვენი მიზანია გვყავდეს კარგი გუნდი, რომელშიც კარგი ფეხბურთელები ითამაშებენ. კლუბმა შეიძლება ბევრი ფული დახარჯოს, მაგრამ გუნდი კარგად მაინც ვერ თამაშობდეს. დღეს ჩემს ფეხბურთელებს გული გაუტყდათ, ამიტომაც ვალდებული ვარ ისინი გავამხნევო. მინდა ვთქვა, რომ მათ დღეს შესანიშნავად ითამაშეს. ცოდოა გუნდი, რომელიც ასეთ შეხვედრაში დამარცხდება“.

ამ შეხვედრის მეორე ტაიმში, თითქოს „მეთოფეებს“ ემოციურ ფონს უქმნიდაო, ლონდონის ცა მოიქუფრა და საშინლად იწვიმა. რამდენიმე საათის შემდეგ კი, იმავე ცამ, დასავლეთ ლონდონის თავზე გაიღიმა და წვიმის ერთი წვეთის გარეშე უყურა როგორ შემოატრიალა მატჩის ბედი „ჩელსიმ“ „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრაში. ამ შაბათ დღეს, „ლურჯებისთვის“ როგორც პირდაპირი ასევე გადატანითი მნიშვნელობით დარი იდგა.

თავისი ბიჭების გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი დარჩა „ჩელსის“ თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში. როდესაც „ალბიონის“ დებიუტანტმა, 24 წლის ირლანდიელმა თავდამსხმელმა, „რედინგისგან“ ნაყიდმა შეინ ლონგმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გოლი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა, ვილაშ-ბოაშმა თავის ფეხბურთელებს უთხრა, აი, ახლა კი დამიმტკიცეთ, რომ ის გუნდი ხართ, რომელსაც პრემიერლიგის ჩემპიონობა შეუძლიაო და პასუხიც ღირსეული მიიღო. სანამ შესვენებაზე ფეხბურთელებს დამოძღვრავდა, პორტუგალიელმა მდგომარეობის გამოსწორება 35-ე წუთზე სალომონ კალუს ნაცვლად ფლორან მალუდას შეყვანით სცადა, თუმცა თვალსაჩინო შედეგი ტაიმებს შორის გამართულმა საუბარმა მოიტანა. შესვენების შემდეგ ნიკოლა ანელკამ და მალუდამ თითო შეაგდეს და „ლურჯებმა“ სამი ქულა მიიწერეს.

„მწვრთნელმა გვითხრა, რომ ჩვენ სხვა გუნდებისთვის სწორედ ახლა უნდა გვეჩვენებინა, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტები ვართ. უნდა გაგვეცა პასუხი კითხვაზე, ვართ კი მზად მოვლენებზე ვიმოქმედოთ და ჩვენთვის სასურველი მიმართულება მივცეთ? ყველაფერი ძალიან მარტივი იყო, მეტად უნდა გაგვერისკა და მტკიცე ხასიათი გამოგვემჟღავნებინა, - თქვა მატჩის შემდეგ მალუდამ, რომელმაც ისიც განმარტა თუ რატომ შეუშვა ვილაშ-ბოაშმა კალუს ნაცვლად პირველსავე ტაიმში, - ჩვენ პირველ ტაიმშივე უნდა შეგვეცვალა თამაშის იერსახე. ამას მეც ვიზიარებ. მწვრთნელმა მოედანზე მე იმიტომ შემიშვა, რომ შეტევებს ფრთაზე გადაენაცვლა და საჯარიმოში ბურთი მეტად ჩაგვეწოდებინა. საერთოდაც, ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ მწვრთნელის მიერ შეტანილმა კორექტივებმა შედეგი რომ მოიტანა.

ამ ცვლილებესა და გადაადგილებებში უჩვეულო არაფერია. ეს სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება, რადგან ჩვენს გუნდში ბევრი მაღალი დონი ფეხვურთელი და დიდი კონკურენციაა“.

ცნობისათვის: „ჩელსი“ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“ პრემიერლიგაში ათჯერ შეხვედრია და ათივეჯერ დასავლეთლონდონელებმა გაიმარჯვეს.

სანდერლენდში, რეგიონული დერბის გმირი„ნიუკასლის“ მცველი რაიან ტეილორი გახდა, რომელმაც 62-ე წუთზე საუცხოოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და „შავ კატებს“ მწარე მარცხი აგემა. ეს ტეილორი „სანდერლენდის“ მწვრთნელისთვის, სტივ ბრუსისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელია, მისი ხელმძღვანელობით ის „უიგანში“ გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ „კაჭკაჭებს“ უფრო შთამბეჭდავადაც შეეძლოთ მოგება. მასპინძელთა მეკარე სიმონ მინოლემ რამდენჯერმე ჩინებულად ითამაშა. ის რომ არა, სტუმრები, იოან კაბაიე და ხონას გუტიერესი, ალბათ შეაგდებდნენ თითო გოლს. მეორე მხრივ, თავი „ნიუკასლის“ გოლკიპერმა ტიმ კრულმაც გამოიჩინა, რომელმაც სტეფან სესინიონს ორჯერ აუღო. ზოგადად კი, უნდა ითქვას, რომ „შავმა კატებმა“ ბურთის ფლობის მცირე უპირატესობის მიუხედავად, მაყურებელი უკმაყოფილო დატოვეს.

„ასტონ ვილას“ ახალი მწვრთნელი, „დიდი ეკი“ ანუ ალექს მაკლიში კი, თავისი პირველი საშინაო მატჩის შემდეგ, იდგა და ამაყად უსმენდა ტრიბუნების ოვაციას. მისმა „ვილამ“ შთამბეჭდავად, 3:1 მოუგო „ბლექბერნ როვერსს“, რომელსაც მისი თანამემამულე, შოტლანდიელი სტივ კინი უდგას სათავეში. კინს საშინელი პერიოდი აქვს: პირველ ტურში „ვულვერჰემპტონთან“ 1:2 წააგო, შუა კვირაში მანქანის ნავამ მდგომარეობაში მართვის გამო მძღოლის მოწმობა 18 თვით წაართვეს, ახლა კი „ნიუკასლმა“ დაამატა.

გასაკვირი და სენსაციური კი „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მიერ სტუმრად „ევერტონის“ დამარცხება იყო. როგორც ჩანს, პრემიერლიგაში, კლუბების მოედანსმიღმა ცხოვრება ძალიან აისახება უშუალოდ თამაშებზე - გასულ კვირაში გაირკვა, რომ „გუდისონ პარკზე“ ფინანსური საქმეები ძალიან ცუდად არის. კლუბი ბანკიდანს ახალ თანხებს ვეღარ სესხულობს, ასე რომ, საუკეთესო გამოსავალი პატრონის შეცვლაა. ამიტომაც ვერ იყიდა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა ახალი ფეხბურთელი მთელი ზაფხულის განმავლობაში. ამას დაემატა, ისიც, რომ მოთამაშეთა ერთი ნაწილი სეზონის დასაწყისში ცუდ ფორმაშია და... დასავლეთლონდონელმა ტომი სმიტმა თავისი გუნდის ერთადერთი სახიფათო მომენტი გამარჯვების გოლად აქცია.

„ნორვიჩ სიტი“ კვირას, „ქეროუ როუდზე“, ექვსწლიანი ინტერვალის შემდეგ პრემიერლიგის მატჩს პირველად თამაშობდა და... არ გაუმართლა - კინუეინ ჯონსის მიერ მსაჯის დამატებულ წუთებში გატანილმა თავურმა გოლმა ზეიმი გაუხუნა. არადა, მასპინძლები იგებდნენ და მერე როგორ - უმცირესობაში. ცუდი დასაწყისის მიუხედავად „იადონებმა“ 37-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხეს - რიჩი დე ლაეტმა ასმირ ბეგოვიჩს აჯობა.

64-ე წუთზე ნორვიჩელებს ლიონ ბერნეტი გაუძევეს მოედნიდან. მიზეზი: ჯონ უოლტერსის წაქცევა, რისთვისაც მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ თერთმეტი მეტრიდან თავად „დაზარალებულმა“ ვერ გაიტანა - მეკარე ჯონ რადიმ აუღო. ხოლო, თუ რა მოხდა მსაჯის წამატებულ წუთებზე, უკვე მოგახსენეთ.

„ვულვზმა“ „ფულჰემის“ ძლევით ჩემპიონატში ასპროცენტიანი სვლა განაგრძო - პრემიერლიგის პირველობის დაწყებიდან ორი ტურია გასული და გუნდმა ორივეში გაიმარჯვა. მასპინძლები კევინ დოილის მწვავე თამაშმა პირველი ტაიმის მიწურულს დააწინაურა, ტაიმების გასაყარზე კი მეტიუ ჯერვისმა ანგარიში ორამდე გაზარდა. „ფულჰემმა“ „ვულვერჰემპტონის“ თავდადებულ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირა, თუმცა დემიენ დაფს ორ ეპიზოდში უკეთ შეეძლო თამაში. კიდევ ერთ ეპიზოდში მასპინძლები სტივენ უორდმა გადაარჩინა, როდესაც კლინტ დემპსის ბურთი კარში არ შეაგდებინა. ეს ის მომენტი გახლდათ, როდესაც უეინ ჰენესიმ ენდი ჯონსონის დარტყმული მოიგერია, მოგერიებული ბურთი კი დემპსიმ იხელთა.

და უქმეები ბოლტონში „მანჩესტერ სიტის“ თამაშით დასრულდა. ეს გახლდათ სანახაობრივი შეხვედრა, სადაც ისტლენდელებმა დაამტკიცეს, რომ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.

ანგარიში დავიდ სილვამ გახსნა. ამ ეპიზოდში ბოლტონელთა მეკარე იუსი იაასკელაინენი შეცდა, არასწორი პოზიცია ეკავა. შემდეგ, გარეთ ბერიმ მაღალ კუთხეში შეასო ბურთი, თუმცა ივან კლასნიჩმა ერთის გაქვითვა მოახერხა. კლასნიჩს პასი მარტინ პეტროვმა ჩააწოდა.

მეორე ტაიმი ახალდაწყებული რომ იყო, სტუმრებმა კიდევ ერთი შეაგდეს - თავი ედინ ჯეკომ გამოიჩინა და მართალი კევინ დევისმა ერთითაც უპასუხა, „სიტიმ“ შთამბეჭდავად ითამაშა. მიმომხილველები აგუერის, ჯეკოსა და სილვას კომბინაციებს გამოჰყოფენ.

მომდევნო ტური
27 აგვისტო: ასტონ ვილა-ვულვერჰემპტონი, უიგანი-ქუინზ პარკი, ბლექბერნი-ევერტონი, ჩელსი-ნორვიჩი, სუონსი-სანდერლენდი, ლივერპული-ბოლტონი.
28 აგვისტო. ნიუკასლი-ფულჰემი, ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი, ვესტ ბრომვიჩი-სტოკი, მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი.

სანდერლენდი-ნიუკასლი 0:1
სანდერლენდი (4-4-2): მანოლე - ბერდსლი, ა. ფერდინანდი, ბრაუნი, რიჩარდსონი (72. დონგ-ვონ ჯი) - ელმუჰამედი (71. გარდნერი), კეტერმოლი, კოლბეკი, ლარსონი (82. უიკჰემი) - სესინიონი, ასამოა.
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, კოლოჩინი, ს. ტეილორი, რ. ტეილორი - ბარტონი, ტიოტე, კაბაიე (85. უილიამსონი), ხონასი - ობერტანი (85. გოსლინგი), ამეობი.
გოლი: 0:1 რ. ტეილორი (62)
გაფრთხილება: ბრაუნი, კეტერმოლი, ბერდსლი - კაბაიე, რ. ტეილორი, ბარტონი
გაძევება: ბერდსლი (სანდერლენდი - 89)
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 11-17; კარში დარტყმა: 13-7 (3-5); თამაშგარე: 0-2; ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 47 751

არსენალი-ლივერპული 0:2
არსენალი (4-3-3): შჩესნი - ჯენკინსონი, კოშელნი (16. მიგელი), ვერმაელენი, სანია - ნასრი, რემსი, ფრიმპონგი - უოლკოტი (80. ბენდტნერი), ვან პერსი, არშავინი (72. ლენსბერი).
ლივერპული (4-4-2): რეინა - კელი, კარაგერი, აგერი, სანჩესი - ჰენდერსონი, ლუკასი, ადამი, დაუნინგი - კუიტი (71. მეირელეში), ქეროლი (72. სუარესი).
გოლები: 0:1 რემსი (78 ს.კ.), 0:2 სუარესი (90)
გაფრთხილება: ფრომპონგი, ლენსბერი - ქეროლი, ლუკასი
გაძევება: ფრიმპონგი (არსენალი - 70)
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 13-9; კარში დარტყმა: 6-12 (2-8); თამაშგარე: 0-5; ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 60 090

ასტონ ვილა-ბლექბერნი 3:1
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ლ. იანგი (56. კლარკი), რ. დანი, კოლინზი, უორნოკი - ნ’ზოგბია, დელფი, ს. პეტროვი, აგბონლაჰორი (46. ოლბრაიტონი) - ჰესკი (66. ბენანი), ბენტი.
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - სალგადო, ნილსენი, ჰენლი, ოლსონი - ჰოილეტი, დ. დანი, ნზონზი, პედერსენი (75. პეტროვიჩი) - გუდვილი, რობერტსი (75. ფორმიცა).
გოლები: 1:0 აგბონლაჰორი (12), 2:0 ჰესკი (25), 2:1 პედერსენი (51), 3:1 ბენტი (68)
გაფრთხილება: ჰესკი, დელფი, ს. პეტროვი (სამივე ასტონ ვილა)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-10; კარში დარტყმა: 9-8 (5-2); თამაშგარე: 1-4; ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 32 319

ევერტონი-ქუინზ პარკი 0:1
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ფ. ნევილი, ჯეგიელკა, დისტინი, ბეინესი - ოსმანი, როდუელი (55. არტეტა), ჰეიტინგა (74. საა), ბარკლი - ტ. კეჰილი, ბეკფორდი (64. ფელაინი).
ქუინზ პარკი (4-1 - 4-1): კენი - ორი, გებიდონი, ჰოლი, კონოლი - დერი - სმიტი (66. ეფრაიმი), ტაარაბტი, ფაურლინი, ბუჟკაი - აგიემანგი (57. ბოთროიდი).
გოლი: 0:1 სმიტი (31)
გაფრთხილება: ოსმანი - ჰოლი
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 11-16; კარში დარტყმა: 13-3 (7-1); თამაშგარე: 4-1; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 35 008

სუონსი-უიგანი 0:0
სუონსი (4-4-2): ვორმი - რანგელი, კაულკერი, უილიამსი, ნ. ტეილორი - აგუსტეინი, ბრიტონი (75. ალენი), რუტლიჯი (74. დობი), დაიერი - სინკლერი, გრემი (83. ლიტა).
უიგანი (4-4-2): ალ ჰაბსი - ბოისი, კოლდუელი, ალკარასი (37. რ. სტამი), ფიგეროა - დიამე, უოტსონი, გომესი, მაკატი (64. მაკარტური) - მოზესი, დი სანტო (70. როდალეგა).
გაფრთხილება: - მაკარტი, გომესი, მოზესი (ყველა უიგანი)
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 19-9; კარში დარტყმა: 11-8 (4-4); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 19 028

ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 1:2
ჩელსი (4-3-3): ილარიო - ბოსინგვა, ტერი, ალექსი (66. ალექსი), ე. კოული - რამირესი, მიკელი, ლემპარდი - კალუ (35. მალუდა), ანელკა, ტორესი (60. დროგბა).
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი, ოლსონი, ტამასი, შორი - ბრანტი, მულუმბუ (87. დორანსი), შარნერი, მორისონი - ტჩოი (75. ოდემვინგე), ლონგი.
გოლები: 0:1 ლონგი (4), 1:1 ანელკა (53), 2:1 მალუდა (83)
გაფრთხილება: ლემპარდი, ტერი - ტამასი, მულუმბუ, ოლსონი, ოდემვინგე
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 17-15; კარში დარტყმა: 13-7 (7-5); თამაშგარე: 1-7; ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 40 091

ნორვიჩი-სტოკი 1:1
ნორვიჩი (4-3-3): რადი - ნაფტონი, დე ლაესტი, ბერნეტი, ტირნი - კროფტსი, ბ. ჯონსონი, ბენეტი (74. სარმენი) - მარტინი (84. ჯეკსონი), პილკინგტონი (66. აიალა), ჰოლტი.
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - ჰუთი, შოუკროსი, ვუდგეიტი (77. შოტონი), უილსონი - პენანტი (31. პაფი), უილენი, უაიტჰედი, ეზერინგტონი - კ. ჯონსი, უოლტერსი.
გოლები: 1:0 დე ლაეტი (37), 1:1 კ. კონსი (90)
გაფრთხილება: ვუდგეიტი, შოუკროსი (ორივე სტოკი)
გაძევება: ბერნეტი (64 - ნორვიჩი)
ვერ გაიტანა პენალტი: უოლტერსი (65-სტოკი)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-15; კარში დარტყმა: 4-12 (3-4); თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 26 272

ვულვერჰემპტონი-ფულჰემი 2:0
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - სტირმენი, რ. ჯონსონი, ბერა, უორდი - ჯერვისი (90. ნაითლი), ჰენრი, ო’ჰარა, ჰანტი (84. ფოული) - დოილი, ფლეტჩერი (90. ელოკობი).
ფულჰემი (4-5-1): შვარცერი - ჰიუზი, ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე - დაფი, ეტუჰუ (46. სიდუელი), მერფი, კასამი (46. დემბელე), დემპსი - ე. ჯონსონი.
გოლები: 1:0 დოილი (42), 2:0 ჯერვისი (45)
გაფრთხილება: დოილი, ჰანტი - დემბელე, რიისე
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 12-12; კარში დარტყმა: 16-8 (7-4); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 22 657

ბოლტონი-მანჩესტერ სიტი 2:3
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - სტეინსონი, გ. კეჰილი, ნაითი, რობინსონი - იგლზი (78. პრეტლი), რიო-კოკერი, მუამბა (60. მ.დევისი), მ. პეტროვი - კ. დევისი, კლასნიჩი.
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი - ი. ტურე, ბერი, მილნერი - აგუერო (68. ტევესი), ჯეკო (80. ჯონსონი), სილვა (89. საბალეტა).
გოლები: 0:1 სილვა (26), 0:2 ბერი (38), 1:2 კლასნიჩი (39), 1:3 ჯეკო (47), 2:3 კ. დევისი (63)
გაფრთხილება: მუამბა, კ. დევისი (ორივე ბოლტონი)
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 20-22; კარში დარტყმა: 5-16 (3-8); თამაშგარე: 2-4; ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 24 273

დღეს: მანჩესტერ იუნაიტედი-ტოტენჰემი

თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 2 2 0 0 7-2 6
2. ვულვზი 2 2 0 0 4-1 6
3. ასტონ ვილა 2 1 1 0 3-1 4
4. ლივერპული 2 1 1 0 3-1 4
5. ჩელსი 2 1 1 0 2-1 4
6. ნიუკასლი 2 1 1 0 1-0 4
7. ბოლტონი 2 1 0 1 6-3 3
8. მანჩესტერი 1 1 0 0 2-1 3
9. ქუინზ პარკი 2 1 0 1 1-4 3
10. ნორვიჩი 2 0 2 0 2-2 2
11. უიგანი 2 0 2 0 1-1 2
12. სტოკ სიტი 2 0 2 0 1-1 2
13. სანდერლენდი 2 0 1 1 1-2 1
14. არსენალი 2 0 1 1 0-2 1
15. ფულჰემი 2 0 1 1 0-2 1
16. სუონსი 2 0 1 1 0-4 1
17. ტოტენჰემი 0 0 0 0 0-0 0
18. ევერტონი 1 0 0 1 0-1 0
19. ვესტ ბრომვიჩი 2 0 0 2 2-4 0
20. ბლექბერნი 2 0 0 2 2-5 0

ბომბარდირები: 2 - აგუერო (სიტი), ჯეკო (სიტი), კლასნიჩი (ბოლტონი), ლონგი (ვესტ ბრომვიჩი), სილვა (სიტი), სუარესი (ლივერპული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული