საქმეში "დეზები" ჩაერიენ

AutoSharing Option
„ბოლტონის“ მცველი, 25 წლის გარი კეჰილი დატაცებაზეა - ინგლისური კლუბებიდან ბევრს უნდა მისი შეძენა და ახლა ამ „სატრანსფერო რბოლას“ „ტოტენჰემ ჰოთსპურიც“ დაემატა. ბრიტანული გაზეთები წერენ, რომ „სფურზი“ ბოლტონელებს რაციონალურ წინადადებას უმზადებს.

საქმე ის გახლავთ, რომ „დეზების“ თავკაცი ჰარი რედნაპი საკუთარ დაცვას არ ენდობა და ეჭვობს, რომ ამ სეზონში დღეს მის ხელთ არსებული მცველებით დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს. რედნაპს „ბლექბერნისგან“ კრის სამბას ყიდვა უნდოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. რედნაპი კვირას ბოლტონში, „ბოლტონ უონდერეზისა“ და „მანჩესტერ სიტის“ თამაშზე იყო - მისი
„ტოტენჰემი“ შემდეგ ტურში, კვირას, სწორედ „სიტის“ ხვდება და გამოცდილი მწვრთნელი მომავალი მეტოქის თამაშს კიდევ ერთხელ სწავლობდა. ამ შეხვედრაში კეჰილმა „დეზების“ თავკაცზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

როგორც მიმომხილველები წერენ, „სფურზი“ ბოლტონს ფულის გარდა კამერუნელ სებასტიან ბასონგს და დევიდ ბენტლის შესთავაზებს. წერენ იმასაც, რომ „ბოლტონს“ სხვა ინტერესი აქვს: „მანჩესტერ სიტის“ ცენტრალური მცველები, ბელგიელი დედრიკ ბოიატასა და ნიგერიული წარმოშობის ინგლისელი ნედამ ონუოჰა მოსწონს და მატი გადაბირება უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული