ვენგერი ჩემპიონობას უმიზნებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისელ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ლონდონურ კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. მოქმედი ხელშეკრულება ფრანგ სპეციალისტს "მეთოფეებთან" 2011 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა არც ვენგერს სურს წასვლა და არც "არსენალს" – მისი გაშვება.

"კლუბის მმართველები იმაში უნდა დავარწმუნო, რომ ჩემს გუნდში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული და კონტრაქტის გახანგრძლივებაც მსურს. ეს საქმე მალე მოგვარდება. ეს მხოლოდ დროის საკითხია, რადგან პირადი კონტრაქტი მცირე დეტალები ჯერაც შესათანხმებელია. ამასთან, არანაირი კავშირი არ არსებობს კლუბისადმი ჩემს ერთგულებასა და
იმას შორის, თუ როგორ ვითარდება სეზონი ჩემი გუნდისთვის. ეს უსამართლობა იქნებოდა. რასაკვირველია, თუკი საქმეს სათანადოდ ვერ გავუძღვები და კლუბის ხელმძღვანელობა ჩემით უკმაყოფილო იქნება, თავადაც მივხვდები, რომ წასვლის დრო მოვიდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება~, - განაცხადა "მეთოფეთა" დამრიგებელმა.

"წარმატებად შარშანდელი შედეგების გაუმჯობესებას, ანუ პრემიერლიგის მოგებას ჩავთვლი. ახალგაზრდული გუნდი ვართ, ასე რომ მისგან სეზონიდან სეზონამდე მხოლოდ მომატებაა მოსალოდნელი. გამარჯვებები გვწყურია, ვიცით, რას ითხოვენ ჩვენგან ქომაგები და "არსენალი" მათი იმედების ასრულებისთვის სეზონს მომზადებული ხვდება", - დასძინა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული