არადა, „იუნაიტედის“ შემადგენლობა მიმომხილველთა ერთ ნაწილს ეჭვის გამოთქმის საბაბს აძლევდა. საქმე ის გახლავთ, რომ რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის ტრავმებმა სერ ალექსს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა აიძულეს და შედეგად, იმ გუნდის საშუალო ასაკი, რომელიც მანჩესტერში „სფურზის“ წინააღმდეგ სათამაშოდ გავიდა, 23 წელი და ერთი თვე გამოვიდა. თუმცა, გაახალგაზრდავების მიუხედავად, „მანჩესტერს“ მაინც
გახარებულმა ფერგიუსონმა მატჩის შემდეგ თქვა: „ჩვენ სადავეები ხელში ავიღეთ და მეორე ტაიმში საოცარი ფეხბურთი ვითამაშეთ. დღევანდელმა შეხვედრამ ყველას აჩვენა თუ როგორ ვენდობით ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებს. ვფიქრობ, ფანები დაინახავენ, როგორ მუშაობს ჩვენი კლუბი და გარჯას დაგვიფასებენ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, როგორ თამაშობენ ეს ბიჭები. „მანჩესტერ იუნაიტედში“ ახალგაზრდების ნდობა ყოველთვის გვქონდა, ახლა კი შესანიშნავმა თაობამ მოიყარა თავი.
უელბეკი ყოველთვის ძალიან ნიჭიერი გახლდათ, მაგრამ უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობდა, რადგან ზრდის პროცესში მუხლი ჰქონდა სუსტი და ჩამოუყალიბებელი. ამიტომაც გადავწყვიტეთ 2010-2011 წლებში „სანდერლენდში“ გაგვექირავებინა, სადაც კაცად ჩამოყალიბდა. ახლა დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ თავდამსხმელს დიდი მომავალი აქვს. თან, ხავიერ ერნანდესიც გამოჯანმრთელდა... როგორ უნდა მოვიქცე? რომელი უნდა ვათამაშო? ნამდვილად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ“.
აღსანიშნავია, რომ უელბეკი მანჩესტერელია. სხვა სიტყვებით, როდესაც ფერგიუსონი კლუბის მუშაობის სტილზე ლაპარაკობს, „იუნაიტედის“ ბავშვთა სკოლისა და ყმაწვილთა აკადემიის მიერ ადგილობრივი კადრების აღზრდას გულისხმობს.
„შესვენებისას გასახდელში შევედით, სადაც მწვრთნელმა ცოტა შეგვჯორა, რამაც კარგად იმოქმედა. მეორე ნახევარში, მოედანზე დაბრუნებულებმა სხვა ფეხბურთი ვითამაშეთ“ - თქვა შეხვედრის გმირმა.
19 წლის ფილ ჯონსი კი მანჩესტერელი არ არის, ბლექბერნიდანაა და სერ ალექსმა ამ ზაფხულს იყიდა. მატჩის შემდეგ მასაც ჰკითხეს აზრი. ჯონსმა უპასუხა:
„დღეს „ოლდ ტრეფორდზე“ ჩემი დებიუტი შედგა. ეს ფანტასტიკური იყო. ამ დღეზე დიდხანს ვოცნებობდი. შედარებაც არ შეიძლება, აქ, „იუნაიტედში“ გაცილებით სწრაფ ფეხბურთს ვთამაშობთ, ვიდრე „ბლექბერნში“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"