მალუდა: სად გაუშვით კარლო?

AutoSharing Option
31 წლის ფრანგი ჰაფბელი ფლორან მალუდა თამამად აცხადებს, რომ „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი შეცდა, როდესაც წინა მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ანჩელოტი აბრამოვიჩმა თანამდებობიდან მაისში დაითხოვა, როდესაც გაირკვა, რომ გასულ სეზონში „ლურჯებმა“ ვერაფერი მოიპოვეს.

არადა, წინა სეზონში დასავლეთლონდონელებმა სწორედ ანჩელოტის ხელმძღვანელობით მოიგეს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული და ინგლისის ფეხბურთის ასოცოაციის თასი. ანჩელოტი 33 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა შეცვალა, თუმცა მალუდა ამბობს, რომ საქმისთვის გუნდის ხელმძღვანელად იტალიელის დატოვება აჯობებდა.

ფრანგმა მარცხენაფლანგელმა, რომელმაც შაბათს „ვესტ ბრომვიჩს“ გამარჯვების გოლი გაუტანა,
თქვა: „საოცარი რამ მოხდა, ჩვენ დუბლი მოვიგეთ და შემდეგ კარლო გააგდეს. ალექს ფერგიუსონს ასეთი რამ არასდროს შეემთხვეოდა. თუმცა, ამ ნათქვამს ახალი მწვრთნელის წინააღმდეგ ლაშქრობად ნუ ჩამომართმევთ. მე ვილაშ-ბოაში ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ მისი ხელმძღვანელობით კვლავ მოვიპოვებთ წარმატებებს“.

მალუდამ კმაყოფილება გამოთქვა „ვალენსიადან“ ხუან მატას გადაბირების გამოც. „ის ძალიან კარგი დანამატია“, - თქვა ფრანგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული