ნოლანს ძმაკაცი მოენატრა

AutoSharing Option
კევინ ნოლანს უნდა, რომ მისმა ძმაკაცმა, ჯოი ბარტონმა „ვესტ ჰემში“ მასთან ერთად ითამაშოს. „ჩაქუჩების“ 29 წლის კაპიტანმა „ნიუკასლ იუნაიტედი“ დასტოვა და „კაჭკაჭებთან“ ერთად პრემიერლიგაში გამოსვლას „ვესტ ჰემთან“ ერთად ჩემპიონშიპში ყოფნა ამჯობინა. ნოლანს მიაჩნია, რომ ტინესაიდიდან აღმოსავლეთ ლონდონში გადაბარგება მისი მეგობრისთვისაც სასარგებლო იქნება.

მოგეხსენებათ, კარგა ხანია აქტიურად ლაპარაკობენ „ვესტ ჰემიდან“ 30 წლის ნახევარმცველის, სკოტ პარკერის სხვადასხვა გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ. სწორედ ამიტომ უნდა „ჩაქუჩთა“ მწვრთNელ სემ ელერდაისს მისი შემცვლელის შეგულება, ბარტონზე უკეთეს კანდიდატურას კი ძნელად ნახავს. ბარტონი 28 წლის არის და
„ნიუკასლ იუნაიტედამდე“ „მანჩესტერ სიტიში“ გამოდიოდა.

ნოლანი ამბობს: „მე თუ გადმოვედი „აპტონ პარკზე“, არ მესმის ჯოი რატომ არ უნდა გადმოვიდეს. „ვესტ ჰემი“ დიდი კლუბია, ბარტონი კი თავის შესაფარებლად ახალ ადგილს ეძებს. მან კარგად იცის, რომ აქ მე და სემი ვართ და ძალიან კარგად მოეხსენება რას ნიშნავს ეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე მას ვუპატრონებ, ის კი მე მიპატრონებს“.

ამასობაში, „ვესტ ჰემში“ გადასვლაზე უარი განაცხადა კოტ დ’ივუარელმა თავდამსხმელმა, 23 წლის მაქს გრადელმა, რომელიც 2009 წლის მერე „ლიდს იუნაიტედში“ თამაშობს. ელერდაისი „ლიდსს“ გრადელის სანაცვლოდ 2 მილიონ ფუნტს სთავაზობდა.

„თუ კარგად თამაშს განვაგრძობ, გაცილებით უკეთესი გუნდი წამიყვანს ვიდრე „ვესტ ჰემია“, - ალალად განაცხადა გრადელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული