26 წლის ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც პარიზშია დაბადებული და გაზრდილი, ფეხბურთელის კარიერა კი „ლე ავრში“ დაიწყო, „უაით ჰართ ლეინზე“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მის სანაცვლოდ „სფურზი“ მადრიდელებს 10 მილიონ ფუნტს გადაუხდის, რაც 11,5 მილიონი ევროს ტოლფასია.
ადვილი მისახვედრია, რომ „ტოტენჰემის“ მწვრთნელი ჰარი რედნაპი ლუკა მოდრიჩთან გამოსათხოვებლად ემზადება და მისი „ჩელსიში“ წასვლის შემთხვევაში არ უნდა ნახევარდაცვა დაუსუსტდეს. სავარაუდოდ, დიარა „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში პირველ შეხვედრას კვირას, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ
შეგახსენებთ, რომ დიარასთვის პრემიერლიგის გარემო უცხო არ არის, „რეალში“ გადასვლამდე ხან „ჩელსიში“ თამაშობდა, ხან „არსენალში“ და ხანაც „პორტსმუთში“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"