მსოფლიოს 2007 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გაქირავებაზე „სამეფო კლუბი“ უარს აცხადებს. კაკას ხელში ჩასაგდებად ერთადერთი ვარიანტი მისი ყიდვააო, თქვეს მადრიდელებმა. ცნობილია, რომ „რეალის“ პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბრაზილიელის თავიდან მოშორებას ცდილობს, ვენგერმა კი უნდა აწონ-დაწონოს, უღირს თუ არა ამ ფეხბურთელის ყიდვა.
„რეალის“ ჩანაფიქრო
რასაკვირველია, ფანების დაწყნარების თვალსაზრისით ვენგერის მხრიდან კაკას ყიდვა საინტერესო ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ რამდენად სწორი საქციელი იქნებოდა ეს კომერციულად? ბრაზილიელი ხომ ის ფეხბურთელია, რომელსაც იყიდი და ძვირად ვეღარ გაყიდი. სხვა სიტყვებით, მისი შეძენა მატერიალური ზარალია.
კაკა გასულ სეზონში „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ოცჯერ გამოჩნდა. მისი შეძენა „პარი სენ ჟერმენსა“ და „სან პაულუსაც“ უნდათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"