რამდენს უხდის „რეინჯერი“ „კაჭკაჭებს“? არაფერს! გეხსომებათ, რომ ივლისში ბარტონმა „ნიუკასლის“ ხელმძღვანელები „ტვიტერში“ გააკრიტიკა, რამაც ისინი გააბრაზა და გარდა იმისა, რომ ნახევარმცველს ორი კვირის ხელფასი დაუქვითეს, გამოუცხადეს, რომ შეუძლია კაპიკის გარეშე გადავიდეს ნებისმიერ კლუბში - სხვა სიტყვებით, ოღონდ შენ წადი და არაფერი გვინდაო.
ბარტონმა ლონდონში ჩასვლისა და „ქუინზ პარკთან“ ურთიერთობის“ შესახებ საზოგადოებას კვლავ
შეგახსენებთ, რომ „რეინჯერსმა“ პრემიერლიგის ჩემპიონატი მეტისმეტად კონტრასტულად დაიწყო. ჯერ იყო და, პირველ ტურში შინ „ბოლტონთან“ 4:0 წააგო, შემდეგ კი, მეორეში, ლივერპულში „ევერტონს“ 2:0 აჯობა. დაგვეთანხმებით, ასეთი შედეგებით ცოტა ძნელია დაადგინო როგორი გუნდი ჰყავთ დასავლეთლონდონელებს, მაგრამ შუა კვირაში, „ქარლინგის“ თასზე, „რეინჯერსმა“ შინ „პირველი ლიგის“ „როჩდეილთან“ 0:2 წააგო და გამოჩნდა, რომ გუნდს დასაკვეხნი ბევრი არაფერი აქვს. შესაბამისად, „ლოფტუს როუდზე“ მაღალი დონის ფეხბურთელების მიყვანა ნამდვილად არ იქნებოდა ზედმეტი.
„ქუინზ პარკ რეინჯერსს“ ახალი მეპატრონე, ტონი ფერნანდესი ჰყავს, რომელიც მწვრთნელ ნილ უორნიკს სამ ახალ ფეხბურთელს დაჰპირდა. მოგეხსენებათ, სატრანსფერო ბაზარი მომდევნო კვირაში დაიხურება. ამბობენ, რომ დარჩენილ დღეებში „რეინჯერსი“ შეეცდება „მანჩესტერ სიტისგან“ 24 წლის ნედამ ონუოჰა, ხოლო „ასტონ ვილასგან“ ლუკ იანგი იყიდოს. თუ „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველის, 30 წლის სკოტ პარკერის გადაბირებასაც მოასწრებს, ფერნანდესის ბედს ხომ საერთოდ, ძაღლი არ დაჰყეფს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"