ისევ მოდრიჩის შესახებ

AutoSharing Option
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მეპატრონე დენიელ ლივი თავისი 25 წლის გამთამაშებლის, ხორვატი ლუკა მოდრიჩის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში უკან დახევას არ აპირებს. მან „ჩელსის“ ოფისშიც კი დარეკა და კოლეგებს უთხრა, მის ფეხბურთელს თავი დაანებონ, რადგან ის არ იყიდება.

შემდეგი ნაბიჯი თავად მოდრიჩთან ლაპარაკი იქნება.

„ტოტენჰემის“ კლუბში მომუშავე წყარომ „სანს“ ასე უამბო: „ლუკამ ორშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ევროლიგაში „ჰართსთან“ თამაშზეც უარი თქვა. ის „სფურზის“ საქმეებს უბრალოდ გულს ვერ უდებს, რადგანს გონებაში სულ ის უტრიალებს, რომ მას რეალური შანსი აქვს, იყოს არა
„უაით ჰართ ლეინზე“, არამედ „სტემფორდ ბრიჯზე“, სადაც გაცილებით მეტ ხელფასს მიიღებს და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. ამიტომაც გადაწყვიტა ჩვენმა თავმჯდომარემ, რომ დროა საქმეს სერიოზულად მოკიდოს ხელი და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს.

უპირველეს ყოვლისა დენიელ ლივიმ „ჩელსიში“ დარეკა და სთხოვა, მოდრიჩის ყიდვაზე ფიქრს თავი დაანებონ, ახლა კი თავად ფეხბურთელთან აპირებს დალაპარაკებას. მთელი ზაფხულის განმავლობაში ლივი ამბობდა, რომ ლუკას არანაირ ფასად არ გაყიდიდა და როგრც ხედავთ, პოზიცია ერთი წუთით არ შეუცვლია“.

ოდნავ ეჭვნარევია „დეზების“ მწვრთნელის, ჰარი რედნაპის დამოკიდებულება. ის ამბობს:

„მე ლუკა გუშინ დილითაც ვნახე. ის აშკარად რთულ დღეშია. ჩემი თანაშემწე, ჯოი ჯორდანიც იმავეს ფიქრობს: ძნელია, როდესაც გუნდში გყავს კაცი, რომელიც ზის და ფიქრობს, რომ ბედი რომ ჰქონოდა ეხლა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში უნდა ეთამაშა ან კვირაში 100 ათასი ფუნტი უნდა აეღო. იქნებ მართლა ლუკას გაყიდვა და შემოსული ფულით სამი-ოთხი კარგი მოთამაშის ყიდვა სჯობდეს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული