მოდრიჩის ბრძოლის დასარული

AutoSharing Option
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ბრძოლა 25 წლის ხორვატი გამთამაშებლის, ლუკა მოდრიჩისთვის დასრულებულია.

მოგეხსენებათ, მოდრიჩმა ხუთშაბათს ევროლიგის შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ რედნაპის თქმით, ის „დეზების“ თავმჯდომარეს, დენიელ ლივის შეხვდა და მასთან საუბრის შემდეგ შეეგუა იმ აზრს, რომ ამ სეზონს „უაით ჰართ ლეინზე“ გაატარებს.

„ვფიქრობ, ლუკას ამბავი უკვე გარკვეულია“, - უთხრა „სფურზის“ თავკაცმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ჩრდილოლონდონელებმა „მანჩესტერ სიტიდან“ ემანუელ ადებაიორის იჯარით გადაყვანის საკითხიც გაარკვიეს. „ტოტენჰემი“ აშკარად გაძლიერდა.

რედნაპმა დასძინა: „მოდრიჩს ორთავა კუნთის ტკივილი აწუხებდა და რამდენიმე დღის
განმავლობაში არც კი უვარჯიშია. იმედი მაქვს, რომ კვირამდე მოშუშდება და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშებს. რამდენადაც ვიცი, ის და დენიელ ლივი ერთმანეთს შეხვდნენ და დენიელმა მას კიდევ ერთხელ გაუმეორა ის, რასაც აქამდე ეუბნებოდა - ჩვენ მას არ ვყიდით.

ერთი სიტყვით, მგონი ყველაფერი კარგად დამთავრდა. მე ყველგან ვამბობ, რომ ლუკა მოდრიჩთან მუშაობა ძალიან მიყვარს, რადგან ის კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზაფხული მისთვის ურთულესი იყო, „ტოტენჰემისთვის“ ერთი წუთით არ შეუქმნია პრობლემა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული