ალვარო პერეირას 30 წამიანი ამბავი

AutoSharing Option
„ჩელსის“ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს თავისი ყოფილი კლუბიდან, „პორტუდან“ 25 წლის ურუგვაელი განაპირა მცველის, ალვარო პერეირას ყიდვა უნდა, მაგრამ პორტუგალიელები ძალიან ძვირს ითხოვენ. „ლურჯების“ შეთავაზება 15 მილიონი ფუნტი ანუ 17 მილიონი ევროა. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი თავად ვილაშ-ბოაშმა გააკეთა:

„ვადასტურებ, რომ „პორტუს“ პერეირას ყიდვის წინადადებით მივმართეთ, მაგრამ შეთანხმებასთან ძალიან შორს ვართ, რადგან ამ მცველის ფასზე მეტისმეტად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ურუგვაელი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მას თამაშზე ზემოქმედება ეხერხება, მაგრამ, ვიმეორებ, ტრანსფერზე ჯერჯერობით, ლაპარაკი ზედმეტია. საერთოდაც, ძალიან საეჭვოა, რომ ეს გარიგება შედგეს“.

თავისებური,
ექსცენტული კომენტარი გაუკეთა ვაჭრობის ამბავს „პორტუს“ პრეზიდენტმა ჟორჟე ნუნუ პინტა და კოშტამ:

„დიახ, პერეირასთან დაკავშირებით „ჩელსიმ“ წინადადებით მოგვმართა, მაგრამ მასზე უარის სათქმელად 30 წამიც მეყო. ყველა ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უწერია. ურუგვაელის ხელშეკრულებაში ჩვენ 30 მილიონი ევრო გვიწერია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული