დიახ, რუნიმ სამი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს მანჩესტერელთა იმდღევანდელი მონაგრის ნახევარიც კი არ იყო. ერთ თამაშში 8 გოლი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ბოლოს 1999 წელს გაიტანა. და,
რასაკვირველია, შეხვედრის ათივე გოლის, ვერგატანილი პენალტის და სხვა მრავალი ფაქტის თუ ასპექტის აღნიშვნას წერილში, რომლის დანიშნულება მთელი ტურის მიმოხილვაა ვერ შევძლებთ და არც შევეცდებით. "ოლდ ტრეფორდზე" მომხდარს კვირის განმავლობაში, რასაკვირველია, ბევრჯერ დავუბრუნდებით, აქ კი ვიტყვით, რომ პრემიერლიგაში ორი გამოკვეთილი ლიდერი გამოჩნდა და ორივე მანჩესტერიდან გახლავთ. თუმცა, მანამდე...
"სტემფორდ ბრიჯზე" ერთი შეხედვით ძლიერმა სუსტს მოუგო - "ჩელსიმ" "ნორვიჩს" 3:1 აჯობა, მაგრამ შეხვედრას ვნებათაღელვა ნამდვილად არ აკლდა. ყველაზე უსიამოვნო ის იყო, რომ დასავლეთლონდონელთა თავდამსხმელი 33 წლის დიდიე დროგბა "იადონების" მეკარე ჯონ რადისთან შეჯახების შემდეგ საავადმყოფოში გახდა წასაყვანი. დროგბამ გონება დაკარგა და მას მერე, რაც სტადიონზე, შვიდწუთიანი მკურნალობის შედეგად ფეხზე ვერ დააყენეს, ჟანგბადის ბალონის დახმარებით სასწრაფოში უკრეს თავი. საავადმყოფოში კოტ დ'ივუარელს უწამლეს, თუმცა "ჩელსის" მიერ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კლუბის ექიმები ჯერ იფრთხილებენ და ფორვარდს რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდებიან.
მატჩის შემდეგ "ლურჯების" თავკაცმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა თქვა: "ეპიზოდი საშინელი სანახავი იყო. დროგბა სრულიად გამოითიშა. დიდ მადლობას ვუხდი არა მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებს და სამედიცინო პერსონალს, არამედ "ნორვიჩის" მოთამაშეებსაც, რომელთაც მყისვე შეამჩნიეს რომ მდგომარეობა სახიფათო იყო".
დაგვეთანხმებით, როდესაც ამა თუ იმ გუნდის მწვრთნელი მეტოქის ფეხბურთელებს მადლობას უხდის, სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ იმავე შეხვედრაში ისეთი ინციდენტიც მოხდა, რომლის გამო მოწინააღმდეგეთა ხელმძღვანელებს პრეს-კონფერენციაზე ერთმანეთისთვის საყვედურის თქმა დასჭირდათ. თავიდან უკმაყოფილება "ნორვიჩის" თავკაცმა პოლ ლამბერტმა გამოთქვა. მას არ მოეწონა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში "ჩელსის" მწვრთნელთა შტაბის წარმომადგენელი ჟოზე მარიო როჩა მათ "ტექნიკურ ზონაში" შევიდა, სხვა სიტყვებით "ნორვიჩის" სათადარიგოთა სკამთან აღმოჩნდა.
"პორტუგალიურად კარგად ვერ ვლაპარაკობ და ამიტომ, ამ კაცს ჩემებურად, გლაზგოურად ვეტყვი: ასეთი რაღაცის გაკეთება ცუდი საქციელია, მეტოქის უპატივცემულობას ნიშნავს".
ამაზე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა: "ვიცი, პოლი აღელდა, მაგრამ მისი აღელვების მიზეზი მარტო ის არ იყო, რასაც ასახელებს. მეორე მხრივ, ძალიან გამიკვირდება თუ გავიგებ, რომ ჩემი ასისტენტებიდან ვინმემ მეტოქისადმი უპატივცემულობა გამოხატა. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიღაც მომენტში რომელიმე მათგანმა ემოცია გამოხატა, მაგრამ თუ პოლი სხვის ემოციაზე ღიზიანდება, მის მაგივრად ვწუხვარ".
ბოლო 8 წუთი "ნორვიჩმა" ათი კაცით ითამაშა. მიზეზი: მასპინძელთა ფრანგ თავდამსხმელ ნიკოლა ანელკას ზემოხსენებულმა მეკარე რადიმ საჯარიმოში ბურთი სუფთად ვერ წაართვა, ხელი გამოსდო და პენალტითა და წითელი ბარათით დაისაჯა. თერთმეტმეტრიანი ფრენკ ლემპარდმა გაიტანა. სწორედ ეს აღმოჩნდა შეხვედრის ბედის განმსაზღვრელი - მანამდე მეტოქეებს ერთმანეთისთვის თითო გოლი ჰქონდათ შეგდებული. ლამბერტის უკვე აღწერილი კონფლიქტიც ამ მომენტს უკავშირდება.
მესამე გოლი მასპინძლებმა საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე, გაიტანეს. ეს იყო ესპანელი ახალწვეულის, ხუან მატას საოცნებო დებიუტი ახალი გუნდის შემადგენლობაში. მატამ რიჩი დე ლაეტის შეცდომით ისარგებლა, მისი "გაუგებარი" პასის შემდეგ ბურთს დაეუფლა, მეკარესთან მახვილი კუთხით შევიდა და შორეულ კუთხეში ტექნიკურად დაარტყა.
შთამბეჭდავად გაიმარჯვა "ლივერპულმაც". მერსისაიდელებმა "ბოლტონს" აჯობეს, 3:0. მართალია გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა დაჟინებულმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა. "წითლებისთვის" ერთადერთი გულდასაწყვეტი ეპიზოდი ივან კლასნიჩის გოლი გახლდათ. მას ამაში ვეტერანი მცველის, ჯეიმი კარაგერის შეცდომამ შეუწყო ხელი. მატჩის შემდეგ "ლივერპულის" თავკაცმა კენი დალგლიშმა თქვა:
"შეხვედრა სასიამოვნო სანახავი იყო. ჩვენ ასეთ შედეგს იმიტომ მივაღწიეთ, რომ მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ, ყველა მოქმედებაში ერთსულოვანი ვიყავით და ერთმანეთს ვაზღვევდით. დასანანმა გოლმა ცოტათი კი დაგვწყვიტა გული, მაგრამ ისიც ძალიან მრავლისმთქმელი და სასარგებლო იყო".
პრესკონფერენციაზე მისულმა "ლივერპულის" ფეხბურთელებმა კი ძირითადად სუარესი აქეს. სტიუარტ დაუნინგმა თქვა, გადატვირთული ზაფხულის შემდეგ მაინც ასეთ ფორმაში როგორ არის, გამკვირვებია და აღფრთოვანებული ვარო.
"ვულვერჰემპტონი" ბირმინგემში "ასტონ ვილას" გადაურჩა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ვაგლახ - მიკ მაკარტის ბიჭებს კი ახლა სამი თამაშიდან 7 ქულა აქვთ, რაც სეზონის შესანიშნავ სტარტად შეიძლება მივიჩნიოთ. ერთი სიტყვით, ეს მატჩი გახლდათ ნიმუში იმისა, რომ ვინც უკეთ თამაშობს ყოველთვის ვერ იმარჯვებს. გოლების გატანა შეეძლოთ, მაგრამ ვერ მოახერხეს დარენ ბენტმა, ემილ ჰესკიმ და გებრიელ აგბონლაჰორმა.
"უიგანმა" "ქუინზ პარკ რეინჯერსს" 2:0 მოუგო. ორივე გოლი 22 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა ფრანკო დი სანტომ გაიტანა. დასავლეთლონდონელთა ახალი შენაძენი, ჯოი ბარტონი კი თავისიანების წაგებას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს - "ქუინზ პარკმა" მისი დროულად დარეგისტრირება ვერ მოასწრო. ამ შეხვედრაზე შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლებმა სტუმრებს გადაურბინეს, ოღონდ სიტყვა სირბილის პირდაპირი მნიშვნელობით - "უიგანი" მართლაც გასაოცრად შემართული იყო.
"ბლექბერნის" ავსტრალიელმა ნახევარმცველმა, 32 წლის ბრეტ ემერტონმა კი "ბლექბერნში" თავისი კარიერა წაგებით დაასრულა. ის ამ ინგლისურ გუნდში 2003 წელს მივიდა, ამიერიდან კი სამშობლოში დაბრუნდება და "სიდნეიში" ითამაშებს. ბლექბერნელებმა ემერტონს პატივი სცეს და "ევერტონთან" შეხვედრაში კაპიტნის სამკლაური შეაბეს, მაგრამ ლივერპულის გუნდის ესპანელი ნახევარმცველის, მიკელ არტეტას მიერ ბოლო წუთზე გატანილი საკმაოდ საეჭვო პენალტის გამო მას დამარცხებულს მოუწია მოედნის, ქალაქის და ქვეყნის დატოვებამ.
მეორე მხრივ კი, თუ "ბლექბერნს" ამ წაგების დაბრალება ვინმესთვის უნდა, ჯობს საკუთარ თავს დააბრალოს - მსაჯმა შაბათს მასპინძელთა სასარგებლოდ ორი პენალტი დანიშნა და მათ.. ვერც ერთი ვერ გაიტანეს. და მაინც, "ბლექბერნის" მწვრთნელმა სტივ კინმა ხელის არბიტრზე შეწმენდა ამჯობინა:
"თამაში რომ დამთავრდა ჩვენს კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანის ეპიზოდი ყველანაირად ვნახე - ჩვეულებრივი გამეორებით თუ კადრის შენელებით, მაგრამ პენალტი იქ ვერ ვიპოვნე. ფეხბურთელების კონტაქტამდე ბურთი უკვე 15 მეტრით იყო გაფრენილი".
და, როგორ ფიქრობთ, რა თქვა მერსისაიდელთა შოტლანდიელმა თავკაცმა დევიდ მოიესმა? მანაც მსაჯისკენ გაიშვირა ხელი:
"ჩვენს კარში დღეს ორი პენალტი დაინიშნა და ორივე ეპიზოდში "ბლექბერნის" მოთამაშემ არბიტრი მოატყუა. ორივეჯერ სიმულაცია იყო. აი, ჩვენს პენალტში ეჭვის შეტანა კი არ შეიძლება".
"სუონსის" კი, როგორც ჩანს, თავდასხმაში აქვს პრობლემები. უელსელებს პრემიერლიგაში ჯერ გოლი არ გაუტანიათ. მათ ეს ვერც "სანდერლენდთან" შეხვედრაში შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ "შავი კატების" კართან სახიფათო მომენტები შექმნეს. ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა, ორჯერ 23 წლის ბელგიელმა მეკარემ სიმონ მინოლემ ითამაშა შესანიშნავად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა დენი გრემმა კი თავურით მელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან.
"ნიუკასლისა" და "ფულჰემის" შეხვედრაში "კაჭკაჭებმა" ლიონ ბესტის ორი გოლის წყალობით გაიმარჯვეს. მართალია "ფულჰემი" საკმაოდ დაღლილი ჩანდა, მაგრამ "ნიუკასლმა" მაინც ძლივს გამოგლიჯა ხელიდან სამი ქულა. მასპინძლები თავიანთ გოლკიპერ ტიმ კრულს უნდა უმადლოდნენ რამდენჯერმე შესანიშნავად რომ ითამაშა. "კაჭკაჭების" თავკაცმა ალან პერდიუმ მატჩის შემდეგ თქვა:
"ლიონ ბესტმა კიდევ გაიტანა. ეს ბიჭი ჩემთვის თილისმად იქცა, რამდენჯერაც ვათამაშებ, იმდენჯერ გოლი გააქვს".
დასავლეთლონდონელთა ჰოლანდიელი თავკაცი მარტინ იოლი: "ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ კარგი გუნდი გვყავს და ამისათვის გოლების გატანა უნდა დავიწყოთ".
"უაით ჰართ ლეინზე" კი "ტოტენჰემ ჰოთსპურს" "მანჩესტერ სიტიმ" გადაუარა - წინა ტურის შემდეგ ვამბობდით, რომ ჰარი რედნაპის გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ვერ მივიდოდა კლასით, ახლა კი ვამბობთ, რომ ის ვერც "მანჩესტერ სიტის" უტოლდება. გუნდებს შორის განსხვავება მეტისმეტად აშკარა იყო. ედინ ჯეკომ, რომელსაც გასულ სეზონში ერთხმად უკიჟინებდნენ, ცუდ ფორმაში ხარო ოთხი ისეთი გოლი გაიტანა, ყველანაირ გემოვნებას რომ დააკმაყოფილებდა. ოთხიდან სამჯერ ასისტენტობა ისტლენდელთა ახალმა ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ გაიტანა, რომელმაც ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ "არსენალის" მაისურით ითამაშა "ლივერპულის" წინააღმდეგ. მასპინძელთაგან ერთი გოლი იონ ქაბულმა შეაგდო, თუმცა მანამდე, გარეთ ბეილის პასით პიტერ კრაუჩს შეეძლო გოლის გატანა. ვერ გეტყვით ეს გოლი რამეს შეცვლიდა თუ არა, მაგრამ ძალიან ლამაზი კი იქნებოდა. აი, ჯეკოს გოლების, განსაკითრებით კი მეორე გოლის (მეოთზეც დიდებული იყო) ნახვას კი ინტერნეტით თუ ტელემიმოხილვებში ყველას გირჩევთ.
"სტოკმა" როი ჰოჯსონის "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 მოუგო. ამრიგად, "ალბიონმა" სამივე მატჩი წააგო, "სტოკმა" კი ჯერ წაგება რა არის არ იცის - ორი ფრეს შემდეგ, გაიმარჯვა.
პრემიერლიგა. III ტური
ასტონ ვილა-ვულვერჰემპტონი 0:0
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ჰერდი, დანი, კოლინზი, უორნოკი - ნ"ზოგბია (74. ბენანი), ს. პეტროვი, დელფი (85. ოლბრაიტონი), აგბონლაჰორი - ჰესკი, ბენტი
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - სტირმენი, ბერა, ჯონსონი, უორდი - ჯერვისი (66. ფოული), ჰენრი, ო"ჰარა, ჰანტი (67. ელოკობი) - ფლეტჩერი, დოილი
გაფრთხილება: დელფი - ო"ჰარა, ჰენრი, სტირმენი
კუთხური: 11-8; ჯარიმა: 12-13; კარში დარტყმა: 14-3 (3-2); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 30 776
უიგანი-ქუინზ პარკი 2:0
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - ბოისი, კოლდუელი, პისკუ, ფიგეროა - გომესი (85. სტამი), დიამე, უოტსონი - როდალეგა, დი სანტო (69. სემონი), მოზესი (69. მაკარტური)
ქუინზ პარკი (4-2-3-1): კენი - კონოლი, ჰოლი (61. ჰერიმანი), პარონე, გებიდონი - დერი, ფაურლინი - სმიტი (80. ანდრადე), ტაარაბტი, ბუჟაკი (72. ბოთროიდი) - აგიემანგი
გოლები: 1:0 დი სანტო (41), 2:0 დი სანტო (66)
გაფრთხილება: პისკუ, კოლდუელი (ორივე უიგანი)
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 8-16; კარში დარტყმა: 7-14 (5-6); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 17 225
სუონსი-სანდერლენდი 0:0
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რენგელი, უილიამსი, კაულკერი, ტეილორი - ბრიტონი, აგუსტეინი (80. ალენი) - დაიერი (79. დობი), რუტლიჯი (71. ლიტა), სინკლერი - გრემი
სანდერლენდიი (4-4-2): მინოლე - ო"ში, ბრაუნი, ა. ფერდინანდი, ბერდსლი - გარდნერი, კოლბეკი, კეტერმოლი (70. უიკჰემი), ლარსონი (70. ელმოჰამადი) - ასამოა (77. რიჩარდსონი), სესინიონი
გაფრთხილება: აგუსტეინი - გარდნერი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 11-8; კარში დარტყმა: 15-6 (5-2); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 19 938
ჩელსი-ნორვიჩი 3:1
ჩელსი (4-3-3): ილარიო - ბოსინგვა, ტერი, ივანოვიჩი, კოული - რამირესი, მიკელი, ლემპარდი - დროგბა (69. ანელკა), ტორესი (83. ლუკაკუ), მალუდა (68. მატა)
ნორვიჩი (3-5 -2): ჯ. რადი - ბერნეტი, დე ლაეტი, უიტბრედი (30. პილკინგტონი) - ნაფტონი, ჰულაჰანი (60. მორისონი), ჯონსონი, კროფტსი, ტიერნი - ჰოლტი, მარტინი (81. დ. რადი)
გოლები: 1:0 ბოსინგვა (6), 1:1 ჰოლტი (63), 2:1 ლემპარდი (82-პენ), 3:1 მატა (90)
გაფრთხილება: ბოსინგვა, ტორესი - კროფტსი, ნაფტონი
გაძევება: რადი (81-ნორვიჩი)
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 20-17; კარში დარტყმა: 15-9 (7-7); თამაშგარე: 1-6; ბურთის ფლობა: 71%-29%
მაყურებელი: 41 765
ბლექბერნი-ევერტონი 0:1
ბლექბერნი (4-4-1-1): რობინსონი - სალგადო, სამბა, ჟივე, ოლსონი - ემერტონი, ნზონზი, დანი (35. ფორმიცა), პედერსენი (35. პეტროვიჩი) - ჰოილეტი - რობერტსი (72. გუდვილი)
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ნევილი, ჯეგიელკა, დისტინი, ბეინესი - ოსმანი (62. ბელიალეტდინოვი), ჰეიტინგა (85. ბეკფორდი), არტეტა, ბარკლი (54. ტ. კეჰილი) - ფელაინი - ენიჩიბე
გოლები: 0:1 არტეტა (90-პენ)
ვერ გაიტანა პენალტი: ჰოილეტი (47 - ბლექბერნი), ფორმიცა (82 - ბლექბერნი)
გაფრთხილება: სალგადო, ჰოილეტი, პეტროვიჩი, ნზონზი - ენიჩიბე
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 17-19; კარში დარტყმა: 12-9 (8-4); თამაშგარე: 3-4; ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 22 826
ლივერპული-ბოლტონი 3:1
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - კელი (30. შკრტელი), კარაგერი, აგერი, ხოსე ენრიკე - ლუკასი, ადამი - კუიტი, ჰენდერსონი (76. მაგსი როდრიგესი), დაუნინგი - სუარესი (77. ქეროლი)
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - სტეინსონი, გ. კეჰილი, ნაითი, რობინსონი - იგლზი (57. თუნჩაი), რიო-კოკერი, მუამბა (26. მ. დევისი), მ.პეტროვი - კ. დევისი (71. პრეტლი), კლასნიჩი
გოლები: 1:0 ჰენდერსონი (15), 2:0 შკრტელი (52), 3:0 ადამი (53), 3:1 კლასნიჩი (90)
გაფრთხილება: სტეინსონი, კლასნიჩი (ორივე ბოლტონი)
კუთხური: 12-6; ჯარიმა: 8-7; კარში დარტყმა: 17-6 (8-3); თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 44 725
ნიუკასლი-ფულჰემი 2:1
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, კოლოჩინი, ს. ტეილორი, რ. ტეილორი - ობერტანი, ტიოტე, კაბაიე, ხონასი - ლოვენკრანდსი (62. ბა), ბესტი (79. ვუკიჩი, 86. სმიტი)
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ბეირდი, ჰანგელანდი, ჰიუზი, ბრიგზი - დ. დაფი, მერფი, სიდუელი, კასამი (73. ე. ჯონსონი) - დემპსი, დემბელე
გოლები: 1:0 ბესტი (48), 2:0 ბესტი (66), 2:1 დემპსი (88)
გაფრთხილება: სიმპსონი, სმიტი - სიდუელი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 12-23; კარში დარტყმა: 10-12 (7-5); თამაშგარე: 4-3; ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 42 684
ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი 1:5
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - ჩორლუკა, ქაბული, დოუსონი, ასუ-ეკოტო - ლენონი (53. დეფო) , კრანჩარი (46. ჰადლსტოუნი), მოდრიჩი (65. ლაივერმოლი), ბეილი - ვან დერ ვაარტი, კრაუჩი
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა (64. რიჩარდსი), ლესკოტი, კომპანი, კლიში - სილვა, ბერი, ი. ტურე, ნასრი - აგუერო (75. სავიჩი), ჯეკო
გოლები: 0:1 ჯეკო (34), 0:2 ჯეკო (41), 0:3 ჯეკო (55), 0:4 აგუერო (60), 1:4 ქაბული (68), 1:5 ჯეკო (90)
გაფრთხილება: ასუ-ეკოტო, ვან დერ ვაარტი - ბერი, საბალეტა, ტურე, სავიჩი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 14-15; კარში დარტყმა: 11-19 (6-9); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 36 150
ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 0:1
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი, ტამასი, ოლსონი, შორი - ბრანტი (66. ტომასი), შარნერი, მულუმბუ, მორისონი (80. დორანსი) - ტჩოი (77. ფორჩუნი), ლონგი
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - ჰუთი, შოუკროსი, ვუდგეიტი, უილსონი (37. უილკინსონი) - პენანტი (75. შოტონი), უილენი, უაიტჰედი, ეზერინგტონი (67. პაფი) - უოლტერსი, კ. ჯონსი
გოლები: 0:1 შოტონი (90)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 11-14; კარში დარტყმა: 13-5 (4-1); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 22 909
მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი 8:2
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - სმოლინგი, ჯონსი, ევანსი, ევრა - ნანი (68. პარკი), კლევერლი, ანდერსონი (68. ანდერსონი), იანგი - რუნი, უელბეკი (36. ერნანდესი)
არსენალი (4-3-3): შჩესნი - ჯენკინსონი, დჯურუ, კოშელნი, ტრაორე - რემსი, კოკუელინი (62. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), როსიცკი - უოლკოტი (84. ლენსბერი), ვსნ პერსი (84. შამახი), არშავინი
გილები: 1:0 უელბეკი (22), 2:0 ე. იანგი (28), 3:0 რუნი (41), 3:1 უოლკოტი (45), 4:1 რუნი (64), 5:1 ნანი (67), 6:1 პარკი (70), 6:2 ვან პერსი (72), 7:2 რუნი (82-პენ), 8:2 იანგი (90)
ვერ გაიტანა პენალტი: ვან პერსი (27)
გაფრთხილება: ევანსი, იანგი - არშავინი, ჯენკინსონი, დჯურუ
გაძევება: ჯემკინსონი (77)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 6-15; კარში დარტყმა: 24-15 (15-7); თამაშგარე: 7-0; ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 75 4489
1. მანჩესტერი 3 3 0 0 13-3 9
2. სიტი 3 3 0 0 12-3 9
3. ლივერპული 3 2 1 0 6-2 7
4. ჩელსი 3 2 1 0 5-2 7
5. ვულვზი 3 2 1 0 4-1 7
6. ნიუკასლი 3 2 1 0 3-1 7
7. ასტონ ვილა 3 1 2 0 3-1 5
8. უიგანი 3 1 2 0 3-1 5
9. სტოკი 3 1 2 0 2-1 5
10. ბოლტონი 3 1 0 2 7-6 3
11. ევერტონი 2 1 0 1 1-1 3
12. ქუინზ პარკი 3 1 0 2 1-6 3
13. სანდერლენდი 3 0 2 1 1-2 2
14. ნორვიჩი 3 0 2 1 3-5 2
15. სუონსი 3 0 2 1 0-4 2
16. ფულჰემი 3 0 1 2 1-4 1
17. არსენალი 3 0 1 2 2-10 1
18. ვესტ ბრომვიჩი 3 0 0 3 2-5 0
19. ბლექბერნი 3 0 0 3 2-6 0
20. ტოტენჰემი 2 0 0 2 1-8 0
ბომბარდირები: 6 - ჯეკო (მანჩესტერ სიტი); 5 - რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 3 - აგუერო (მანჩესტერ სიტი), კლასნიჩი (ბოლტონი); 2 - დი სანტო (უიგანი), ლონგი (ვესტ ბრომვიჩი), სილვა (მანჩესტერ სიტი), სუარესი (ლივერპული), უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი).
IV ტური
10 სექტემბერი. არსენალი-სუონსი, ევერტონი-ასტონ ვილა, მანჩესტერ სიტი-უიგანი, სტოკი-ლივერპული, სანდერლენდი-ჩელსი, ვულვერჰემპტონი-ტოტენჰემი, ბოლტონი-მანჩესტერ იუნაიტედი; 11 სექტემბერი. ნორვიჩი-ვესტ ბრომვიჩი, ფულჰემი-ბლექბერნი; 12 სექტემბერი ქუინზ პარკი-ნიუკასლი.
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"წითლებისთვის" ერთადერთი გულდასაწყვეტი ეპიზოდი ივან კლასნიჩის გოლი გახლდათ.
რაღაც ლოგიკა არ ჩანს :))