ნაკრებში ფილდინგი გამოჩნდა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ შეკრებაზე „დერბის“ მეკარე ფრენკი ფილდინგი გამოიძახა. მიზეზი: „ვესტ ჰემის“ 31 წლის კარის მცველი რობერტ გრინი დაშავდა.

მოგეხსენებათ, ინგლისელთა ეროვნულ გუნდს ევროპის 2012 წლის შესარჩევ ჯგუფში ბულგარეთთან და უელსთან აქვს სათამაშო. კაპელოს თავდაპირველად შეკრებაზე გრინი ჰყავდა გამოძახებული და იგი მივიდა კიდეც საწვრთნელ ცენტრში, მაგრამ სულ მალე ნათელი გახდა, რომ ის G ჯგუფის ხსენებულ ორ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ექიმებთან ბჭობის შემდეგ კაპელომ და მისმა ასისტენტებმა გადაწყვიტეს, გრინი სოფიაში აღარ წაეყვანათ და სამკურნალოდ „ვესტ ჰემის“ ექიმებისთვის დაებრუნებინათ.

ამრიგად, კაპელოს სათადარიგო გოლკიპერის პრობლემა დაუდგა. შეგახსენებთ, რომ გრინის გარდა გამოძახებულნი იყვნენ „მანჩესტერ სიტის“ ჯო ჰარტი და დევიდ სტოკდეილი, რომელიც „ფულჰემს“ ეკუთვნის, მაგრამ „იფსვიჩშია“ გაქირავებული. მესამე მეკარედ, მათ, როგორც გითხარით, ახლა 23 წლის ფილდინგი დაემატა. ეს ის გოლკიპერია, რომელმაც ივნისში, დანიაში ჩატარებულ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, ინგლისის 21 წლამდელთა გუნდის სამივე შეხვედრაში ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული