რვაფეხა ოლი, პაულის ბიძაშვილი

AutoSharing Option
ყველას კარგად ახსოვს რვაფეხა პაული, რომელმაც სახელი სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას გაითქვა. ინგლისში, უეიმუთის ოკეანარიუმში დაბადებულმა და შემდეგ გერმანიის ოკეანარიუმში გადაბარგებულმა ამ მსხვილმა მოლუსკმა საფეხბურთო საზოგადოება გადარია, გამოიცნო რა მუნდიალის თითქმის ყველა მატჩის შედეგი.

ახლა კი ირკვევა, რომ მკითხავი მარტო პაული კი არა, მისი ბიძაშვილი ოლიც ყოფილა. წარმოშობით ოლიც "ინგლისელია" - იგივე უეიმუთის Sea Life Centre-ის ოკეანარიუმში დაბადებულა, თუმცა პაულისგან განსხვავებით, დღესაც ინგლისში ცხოვრობს.

მაშ ასე: ოლის მტკიცებით, ინგლისის ჩემპიონი ლონდონის "ჩელსი" გახდება, საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლეადორი
უეინ რუნი მიიღებს, "ვულვერჰემპტონი" პრემიერლიგას დატოვებს, სეზონის პირველი გაგდებული მწვრთნელი რობერტო მანჩინი იქნება, ხოლო "ტოტენჰემი" "მანჩესტერ სიტისთან" პირველი ტურის მატჩს წააგებს.

ვნახოთ, რამდენად სანდოა რვაფეხა ოლის წინასწარმეტყველება. დღეს მისი პროგნოზებიდან ტესტირებას "ტოტენჰემის" სავარაუდო მარცხი გადის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული