დი კანიო თავისიანებს ეჩხუბება

AutoSharing Option
"სუინდონ თაუნის" მწვრთნელმა პაოლო დი კანიომ ფრიად უცნაურ ისტორიაში ამოჰყო თავი - გასახდელის გვირაბში საკუთარ ფეხბურთელს ეჩხუბა.

დი კანიო აღელვებული ლიონ კლარკის დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამ გამოუვიდა. ეს ამბავი "ქარლინგის თასზე" "საუთჰემპტონთან" 3:1 დამარცხების დღეს მოხდა.

საინტერესოა, რომ კლარკი "სუინდონში" "ქუინზ პარკ რეინჯერსიდან" სულ რაღაც ორი კვირის წინ გადავიდა. დი კანიოსთან ჩხუბამდე ფეხბურთელი სუინდონელთა ფიზიკური მომზადების მწვრთნელს კლაუდუდიო დონატელის ეკამათებოდა.

როგორც ჩანს კლარკი თვლიდა, რომ დონატელის ვარჯიშები დამღლელია და ფეხბურთელებზე ცუდად მოქმედებს.

იტალიელი მწვრთნელი მოთამაშეს გასახდელისკენ მიმავალ
გვირაბში გამოეკიდა და მხარზე ხელი გადახვია, დაწყნარება უნდოდა, მან კი მუჯლუგუნი უთავაზა. ამან დი კანიო, რასაკვირველია გააბრაზა, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, კონფლიქტში გარშემო მყოფნი ჩაერიენ და წაკიდებულები დააწყნარეს.

თურმე დროებით. გავიდა ცოტა ხანი და ლიონ კლარკი და პაოლო დი კანიო გაორმაგებული ძალით შეებნენ ერთმანეთს. ეს ამბავი მრავალმა ვიდეოჩანაწერმა დააფიქსირა, რომლებზედაც კარგად ჩანს, როგორი გამწარებით იბრძვიან მწვრთნელი და მოთამაშე. ამას კიდევ უფრო საინტერესო გაგრძელება მოჰყვება - განაწყენებული კლარკი... მოედანზე დაბრუნდა და პროტესტი განაცხადა, მაგ გუნდის გასახდელში ფეხს აღარ შევადგამო.

სუინდონელთა კლუბის თავმჯდომარე ჯერემი ურეი მოთამაშესთან მივიდა და სცადა დაერწმუნებინა, რომ ის თანაგუნდელებთან უნდა მივიდეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საბოლოოდ, ფეხბურთელმა სტადიონი გუნდისგან დამოუკიდებლად, მარტომ დატოვა.

მატჩის შემდეგ ურეიმ ჟურნალისტებს ასე უთხრა: "თამაში რომ დამთავრდა ლიონი და ჩვენი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი ერთმანეთს წაეკამათნენ. რამდენადაც ვიცი ლიონი მწვრთნელს საყვედურობდა, რომ ადრე დაიღალა, რაშიც მისი გადამეტებული ვარჯიში იონ დამნაშავე.

დამეთანხმებით, ფეხბურთში ასეთი კამათი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, ის გაცილებით დიდ და უსიამოვნო კონფლიქტში გადაიზარდა. პაოლოს არ ესიამოვნა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ხალხის დასანახად რომ იკამათეს და გვირაბში შევიდა, რათა კლარკი გასახდელამდე მიეცილებინა და მეგობრულად ეთქვა, რომ ასეთი საკითხების საჯაროდ გამოტანა საჭირო არ არის. სამწუხაროდ, ფეხბურთელმა გასახდელში შესვლაზე უარი განაცხადა".

ჟურნალისტებმა ურეის ჰკითხეს, რა უთხრა მან კლარკს, როდესაც მისი და დი კანიოს კონფლიქტის შემდეგ სალაპარაკოდ მივიდა. "სუინდონის" თავმჯდომარემ, უპასუხა, რომ მას აინტერესებდა ხომ არ გადაიფიქრა კლარკმა და ხომ არ აპირებდა საშხაპეში შესვლას, რათა მოწესრიგებულიყო და სტადიონი გუნდთან ერთად დაეტოვებინა, მაგრამ უარი მიიღო.

"როდესაც მწვრთნელმა მოდნიდან გამოსვლა სთხოვა ის უნდა დამორჩილებოდა. ფეხბურთელი ას ეარ უნდა იქცეოდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული