ტორტებს ნუ მიირთმევს და ღვინოს ნუ დააყოლებს

AutoSharing Option
"ვესტ ჰემ იუნაიტედის" ერთ-ერთმა მეპატრონემ დევიდ სალივანმა სამხრეთაფრიკელ ფორვარდ ბენი მაკარტის წონის დაკლება მოთხოვა, თუ არადა ბენის საჯარიმო სანქციები არ აცდებაო.

"შეუძლებელს არაფერს ვითხოვთ. მას ყოველკვირეულად თითო კილოგრამის დაკლება დაევალა, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებს. ოპტიმალურ წონამდე ჯერ კიდევ 5-6 კილო აქვს დასაკლები. ფეხბურთელი თავდაუზოგავად ვარჯიშობს და მაინც ვერ გახდა, ეს კი ნიშნავს, რომ ის ან არასწორად იკვებება, ან ზედმეტს სვამს.

მსგავსი პრობლემები უხეირო ჟოკეებს აწუხებთ ხოლმე. ცხენოსნობაში ასეა: თუ ჟოკეის ზედმეტი წონა აქვს, მას ფულს არ უხდიან. ჩვენც გვაქვს უფლება,
ბენი მაკარტის ფული არ ვუხადოთ. თავი უნდა მოიწესრიგოს და ფორმაში ჩადგეს. ვურჩევ, ნაყინსა და ტორტებს ნუ მიირთმევს და ღვინოსაც ნუ დალევს", - ასეთი ულტიმატუმი წაუყენა "ჩაქუჩების" თანამფლობელმა 32 წლის სამხრეთაფრიკელ ფორვარდს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული