ადლერი ვან დერ სარის ნაცვლად?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ედვინ ვან დერ სარის სრულფასოვან შემცვლელს რახანია ეძებს. გუშინ კი ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მანკუნიანელები გერმანიის ნაკრების კიპერის რენე ადლერის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავენ.

ლევერკუზენის "ბაიერის" 25 წლის კიპერი მტკივანი ნეკნის მიზეზით, იოახიმ ლიოვით სამუნდიალო რჩეულთა შორის ვერ მოხვდა, თუმცა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ კვლავაც მიიჩნევა. შესაძლოა, თავად ადლერიც დაინტერესდეს ბუნდესლიგიდან პრემიერლიგაში გადასვლით - მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ მოხვდა...

ეტყობა, სერ ალექსი ნაკლებად ენდობა პოლონელ გოლკიპერ ტომაშ კუშჩაკს, ხოლო ბენ ფოსტერის "ბირმინგემში"
წასვლით, ჰოლანდიელი ვეტერანის შეცვლის პრობლემა თანდათანობით მწვავდება. პირადად "ფერგი" რენე ადლერის თამაშის თაყვანისმცემელია. 191 სანტიმეტრის სიმაღლის ლაიფციგელს "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ ერთი წლის უკავშირებდნენ. ამასთან, ინგლისში და კერძოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" დამკვიდრებით ადლერი გერმანიის ნაკრების ძირითად მეკარეობაზე პრეტენზიას უფრო ხმამაღლა გამოაცხადებს და მანუელ ნოიერს უფრო მწვავე კონკურენციას გაუწევს.

აქვე ცხადდება მანკუნიანელთა სავარაუდო შეთავაზების ფინანსური მხარეც - "წითელი ეშმაკუნები" ლევერკუზენელებისთვის 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს ამზადებენო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული