"რეალიდან" "ევერტონში" მიმავალო, დრენტე

AutoSharing Option
როისტონ დრენტე დარწმუნებულია, რომ პრემიერლიგას კარგად შეეწყობა და "ევერტონს" წარმატებებში დაეხმარება. 24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი მადრიდის "რეალმა" მერსისაიდელებს, ერთი სეზონით, სატრანსფერო სეზონის ბოლო დღეს მიაქირავა. შეგახსენებთ, რომ დრენტემ "რეალის" ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ბოლო სეზონი "ერკულესში" გაატარა.

"ევერტონის" ვებსაიტისთვის მიცემულ ინტერვიუში დრენტემ განაცხადა:

"ვფიქრობ, ის სტილი, რომლითაც მე ვთამაშობ ინგლისურია. ტექნიკურიც ვარ და შრომისმოყვარეც. პრემიერლიგის ყაიდის შეჯიბრება ზუსტად საჩემო უნდა იყოს. ესპანეთშიც ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ იქაური სტილი მაინც ნელია. ერთი სიტყვით, ინგლისში გაცილებით სწრაფი ფეხბურთი უყვართ და
ეს უფრო უნდა მომერგოს‘‘.

"ფეიენოორდის" ყოფილი ფეხბურთელი "რეალში" თავს კარგად ვეღარ გრძნობდა და მართალია, ნაჩქარევი ტრანსფერის შეთანხმება აშკარად სანერვიულო იყო, საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩა. დრენტემ დასძინა:

"მართალია, ჩემი "ევერტონში" გადასვლის ამბავი ბოლო დღეს გადაწყდა, მაგრამ რაც მოხდა, ნამდვილად კარგი იყო. მეც გახარებული ვარ და ჩემი ოჯახიც. ვფიქრობ, "ევერტონს" ძალიან გამოვადგები. "გუდისონ პარკზე" კარგი გუნდი ჰყავთ და აქ თამაში ჩემი მომავლისთვის შესანიშნავია. ბოლო ერთი თვე "რეალში" საშინელი მქონდა. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, თამაშით კი არ მათამაშებდნენ. ასეთი ყოფა ფეხბურთელისთვის დამთრგუნველია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული