ბენდტნერი: "არსენალში" ფეხს აღარ შევდგამ

AutoSharing Option
23 წლის დანიელ თავდამსხმელ ნიკლას ბენდტნერს ერთიხანობა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდად მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ მისი სახით საფეხბურთო ზეცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა, მაგრამ... ბენდტნერის საქმე ისე წავიდა, რომ ბოლო ორი სეზონია „არსენალის“ თავკაც არსენ ვენგერს ძირითად შემადგენლობაში ხეირიანად აღარც უთამაშებია და 31 აგვისტოს ანუ საზაფხულო სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს, „სანდერლენდში“ გაყიდა კიდეც.

ფეხბურთელი ამას ორი წლის წინ მომხდარი ავტოავარიით ხსნის. თუ გახსოვთ, მაშინ, ბენდტნერის „ასტონ მარტინი“, ტრასაზე, სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზისპირა რელიეფში დაიმტვრა. მაშინ წერდნენ, რომ მანქანა გადასაგდები
იყო, ფეხბურთელს კი არაფერი დამართნია, მაგრამ როგორც ჩანს მთლად ასეც არ იყო საქმე. ყოველ შემთხვევაში, თავად დანიელი საკუთარ დაღმასვლას იმ ავარიას აბრალებს. გარდა ამისა, ის „არსენალზე“ გაბრაზებულიც არის.

„ცხოვრებაში არ დავბრუნდები „არსენალში“. რა გინდა შანსი გამომიჩნდეს, ამ გუნდის მაისურას არ ჩავიცვამ. ავარიის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების ერთი შანსიც კი არ მოუციათ ჩემთვის. დამივიწყეს და დამივიწყეს. იმ ამბიდან წელიწადნახევარი გავიდა. წარმოგიდგენიათ, ამდენ ხანში ერთხელ რომ არ გენდობიან? ერთხელ რომ არ შეგიწყობენ ხელს?

ახლა „სანდერლენდში“ გადავედი და ძალიან მოწადინებული ვარ. მინდა „შავი კატების“ გამარჯვებებში მონაწილეობა მივიღო, შემდეგ ზაფხულს კი შევხედავ, როგორ განვითარდება მოვლენები. ალბათ, ახალ გუნდს მოვძებნი, მაგრამ „არსენალში“ არასდროს რომ არ დავბრუნდები, ეს მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული