ჰარგრივზი "ბაიერნს" ემუქრება

AutoSharing Option
ოუენ ჰარგრივზი იმედოვნებს, რომ ფეხბურთს თავის ყოფილ, უფრო სწორად კი ბავშვობის ანუ აღმზრდელ გუნდთან, მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება. „მანჩესტერ სიტის“ ახალი მოთამაშე ცდილობს საბოლოოდ დაძლიოს ტრავმა, რომელმაც ოთხი წელიწადი გამოატოვებინა.

30 წლის ჰარგრივზმა ისტლენდელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, უეფაში გამართულმა კენჭისყრამ კი „სიტი“ და „ბაიერნი“ ერთ ჯგუფში მოახვედრა. შეგახსენებთ, რომ ჰარგრივზი იმ „ბაიერნის“ წევრი იყო, რომელმაც 2001 წელს ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.

„მიუნხენელებს დიადი გუნდი ჰყავთ, მე იქ დაუვიწყარი წლები გავატარე და ჩემპიონთა ლიგაშიც გავიმარჯვე. საუკეთესოსთან შეჯიბრება და ძალებ
ის მოსინჯვა კი სწორედ ის არის, რასაც ყოველთვის ვნატრულობ. „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრა შესანიშნავი და რთული თამაში იქნება“.

შეხვედრა, რომელზეც ოუენ ჰარგრივზი ლაპარაკობს 27 სექტემბერს გაიმართება, თუმცა, რამდენად მზად იქნება ფეხბურთელი ამ დღისთვის? შეძლებს ის ძირითად შემადგენლობაში თამაშს? თავად ასე ამბობს:

„ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელმა თამაშების რიტმი იგრძნოს. ერთი ხანია ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული