"არსენალის" მცველი, დაბადებით კოტ დ'ივუარელი, ნაკრების მიხედვით კი შვეიცარიელი, 24 წლის იონ ჯურუ ამბობს, რომ ახალშეძენილი გერმანელი ვარსკვლავის, პერ მერტეზაკერის კონკურენციისა არ ეშინია. ჯურუმ უკვე დაივიწყა ის შოკი, რომელიც კვირას, "ოლდ ტრეფორდზე", "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში გადახდა - მოგეხსენებათ, "იუნაიტედმა "მეთოფეებს" 8:2 მოუგო. მცველი ამბობს:
"გარწმუნებთ, იმ შეხვედრის შემდეგ შესანიშნავად მეძინა. არანაირი მორალური ტრავმა არ მიმიღია. ყველაფერი რიგზეა და მზად ვარ ბრძოლა განვარგძო. რაც იმ დღეს მოხდა თითოეული ჩვენგანის ბრალია. ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი მთელი თავით გვჯობდა.
მერტეზაკერის
ჩამოსვლა ჩემთვის, ალბათ, დიდ კონკურენციას ნიშნავს, მაგრამ კონკურენცია ჩემთვის უცხო არ არის. ყველაფერს გავუძლებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"