"პრემიერლიგის ტემპი არამხოლოდ პრიმერასთან, ნებისმიერ სხვა ჩემპიონატთან შედარებით ბევრად მაღალია. ყოველივე ამან შედეგად ის მოიტანა, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ ძალიან მოვუმატე. ამას გარდა, აშკარა წინსვლა მაქვს წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისითაც," - აცხადებს "ფურია როხას" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.
შარშანდელი სეზონს ეკვატორი უკვე გადალახული ჰქონდა, როცა "მანჩესტერ სიტის" ივუარელი საყრდენი ნახევარმცველი იაია ტურე დოპინგტესტზე ჩავარდა. ეს მარტში მოხდა.
მას შემდეგ ფეხბურთელი
აი, რას ამბობს თავად ფეხბურთელი: "დისკვალიფიკაციის პერიოდში მე კიდევ უფრო ძლიერი გავხდი, - განუცხადა მან ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს. - ახლა ერთადერთი, რაც მინდა, ეს სამომავლო გეგმებზე კონცენტრირებაა. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ დიდ ფეხბურთს ვუბრუნდები. ჩემი შეცდომების წყალობით კარგი გაკვეთილი მივიღე. მეტად ამის გამეორებას აღარ ვაპირებ".
"სიტის" კიდევ ერთი ლეგიონერი კარლოს ტევესი კი სამკურნალოდ კლინიკაში აპირებს დაწოლას. ამის მიზეზს ის თავად გვიხსნის: "ზაფხულზე სერიოზული დეპრესია მქონდა, ამის შესახებ მხოლოდ ჩემმა ახლო მეგობრებმა და ნათესავებმა იცოდნენ. საკუთარი თავის გაკონტროლება მიჭირდა და წარმოუდგენლად ბევრს ვჭამდი. შედეგად 5-6 კილოთი მოვიმატე. ახლა კი ზედმეტ წონას სპეციალურ კლინიკაში შევებრძოლები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"