დისკვალიფიკაცია უხეშობის გამო

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ “სანდერლენდის” 26 წლის მცველ ფილიპ ბერდსლის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

მიზეზი გახდა ის, რომ ფეხბურთელმა კრეიგ გარდნერთან შეჯახების შემდეგ ძირს დაცემულ მეტოქე ნახევარმცველ ხუან მატას ზურგზე ფეხი დაადგა. მატჩის არბიტრმა ლი პრობერტმა მომენტი რეაგირების გარეშე დატოვა. ფეხბურთელი საფეხბურთო ასოციაციაში გამოცხადდა, თუმცა თავის მართლება დამაჯერებლად ვერ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული