ამრიგად, "იუნაიტედი" პრემიერლიგის ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭები ხუთი ტურის შემდეგ ხუთი მოგებით განაგრძობენ ტრიუმფალურ სვლას, თუმცა შეხვედრის ანგარიში დრამატიზმით, სახიფათო მომენტებითა და მაღალი ხარისხის ფეხბურთით სავსე შეხვედრას მთლად კარგად ვერ აღწერს.
"იუნაიტედი" პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდა, "ჩელსიმ" კი გულშემატკივარს თავი ცუდი დაცვითა და გამოუყენებელი შესაძლებლობებით დაამახსოვრა.
"ლურჯების" ერთადერთი გოლი ფერნანდო ტორესმა შესვენების შემდეგ, მაშინვე გაიტანა, მაგრამ
რუნის ეს "პატარა უიღბლობა" "იუნაიტედს" საერთოდ არ დასტყობია. ბედი ძლიერებს უღიმითო - "ოლდ ტრეფორდიდან" 300 კილომეტრის მოშორებით, ლონდონის "კრეივენ კოტეჯზე" ფეხი დაუცდა "მანჩესტერ სიტისაც".
იქნებ ფეხის დაცდენაზე უფრო მძაფრი გამოთქმა უნდა მოგვეძებნა იმის აღსაწერად, როგორ გაუშვეს ისტლენდელებმა ხელიდან 2:0 უპირატესობა. საბოლოოდ "ფულჰემისა" და "სიტის" შეხვედრა 2:2 დასრულდა. მანჩესტერელთაგან ორივე გოლი არგენტინელმა კუნ აგუერომ გაიტანა.
"ფულჰემის" თავკაცი მარტინ იოლი: "ჩვენ სიკვდილს დავუძვერით კლანჭებიდან. პირველ ტაიმში უშანსოდ ვიყავით, მაგრამ რწმენა შევინარჩუნეთ და მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ".
"ლივერპულს", ლონდონშივე, "უაით ჰართ ლეინზე" შავი დღე დაადგა - მოედანზე, საბოლოოდ ცხრა კაცით დარჩენილმა "სფურზთან" 4:0 წააგო. მასპინძელთაგან გოლები ლუკა მოდრიჩმა, ჯერმაინ დეფომ და ემანუელ ადებაიორმა გაიტანეს.
ადებაიორმა ორი შეაგდო. ეს გახლდათ ტოგოელი თავდამსხმელის პირველი წარმატება ახალი გუნდის შემადგენლობაში, მისი გულშემატკივრის წინაშე. "წითელთაგან" ჩარლი ადამი და მარტინ შკრტელი გააძევეს. მათ ორ-ორი ყვითელი მიიღეს. ძალიან ლამაზი სანახავი იყო ხორვატი მოდრიჩის გოლი. მან ჩინებულად "ჩაჭრა" ბურთი კარში.
"სანდერლენდმა" "სტოკის" ამაზრზენი დაცვით ისარგებლა და პირველი თამაში მოიგო. შაბათის ამბებიდან კი თვალში, უპირველეს ყოვლისა, "არსენალის" თავს "ივუდ პარკზე" გადამხდარი კოშმარი გვეცემა: არსენ ვენგერის არეულ-დარეულმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მესამე მარცხი იწვნია.
თან, "მეთოფეები" "ბლექბერნს" პირველი ტაიმის შემდეგ 2:1-ს უგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ხელიდან გაუშვეს, 4:3 წააგეს და ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე გუნდისთვის შემაძრწუნებელი შედეგი აქვთ - ხუთი ტურის შემდეგ გაშვებული გოლების გრაფაში 14 უწერიათ.
"ეს საშინელებაა, - თქვა თავად ვენგერმა, როდესაც პრესკონფერენციაზე შეახსენეს, რომ მის გუნდს 15 შესაძლებლიდან მხოლოდ 4 ქულა აქვს - ამაზე უკეთ ჩვენს მდგომარეობას ვერც გამოხატავ. ჩვენ აღელვებულები ვართ. დახედეთ, თუ გნებავთ, გაშვებული გოლების რაოდენობას.
ყოვლად დაუშვებულია ჩამოხვიდე ბლექბერნში და ამდენი გაუშვა. როდესაც "ივუდ პარკზე" ასეთ უპირატესობას აღწევ, 2:1-ს იგებ, თუ ძლიერი დაცვა გყავს, აუცილებლად კიდევ გაიტან. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ დღეს ჩვენი თამაში მარტო უარყოფითი მხარისგან არ შედგებოდა, ბევრი დადებითიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ დადებითის გამოყენება და მოგება ვერ შევძელით ".
ბოლოს ვენგერმა დასძინა, რომ სწამს, მისი ფეხბურთელები მდგომარეობას გამოასწორებენ, მაგრამ აუცილებელია რაც შეიძლება მალე დაიწყონ მოგება.
რაც შეეხება ვენგერის გამარჯვებულ კოლეგა სტივ კინს ის უზომოდ ბედნიერი გახლდათ, რადგან უშუალოდ თამაშის წინ, "ივუდ პარკის" შესასვლელთან, სამასამდე ბლექბერნელმა გულშემატკივარმა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაცია ჩაატარა.
კინმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ დემონსტრაციის მიუხედავად მას მხარს ფანების 99 პროცენტი მატჩამდეც უჭერდა, "არსენალთან" გამარჯვების შემდეგ კი გამწყრალი ერთი პროცენტიც შემოირიგა.
"ვილა პარკზე" "ასტონ ვილამ" და "ნიუკასლმა" 1:1 ითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ბირმინგემელებს ასევე "კაჭკაჭებს" კვლავ არ წაუგიათ. ამ შეხვედრაში თუ რაიმე საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია, დარენ ბენტის ორი დიდებული საგოლე მომენტი გახლავთ, რომლებიც მასპინძელთა ფორვარდმა ხელიდან გაუშვა.
სტუმრების თავკაცი ალან პერდიუ ლიონ ბესტითა და მისი გოლით გახლდათ კმაყოფილი - ბესტმა ანგარიში გაქვითა და თან, სეზონში მესამედ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. პერდიუმ თქვა:
"ლიონი ის ფეხბურთელია, რომელიც დიდი ხანია გაბრწყინების წამს ელოდა. მას პრემიერლიგაში თავის გამოჩენის შანსი აქამდე არ მისცემია. მე მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და შემდეგ ტურში "ბლექბერნის" წინააღმდეგ აუცილებლად ვათამაშებ. იმედი მაქვს ბესტი არც იქ დაიხევს უკან და კიდევ გაიტანს".
ბოლტონში, "რიბოკ სთედიუმზე" კი აი, რა მოხდა: "ნორვიჩ სიტიმ" ენტონი პილკინგტონისა და ბრედლი ჯონსონის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლების წყალობით, 17 წლიანი "შესვენების" შემდეგ, პრემიერლიგაში, სტუმრად პირველი გამარჯვება მოიპოვა.
"იადონებმა", მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობდნენ, ზემოთ ნახსენები ორი გოლი შესვენებამდევე შეაგდეს და მაშინვე კიდევ ერთი უპირატესობაც მოიპოვეს - მასპინძლებს მოედნიდან ივან კლასნიჩი გაუძევეს. მიზეზი: კლასნიჩმა მარკ ტიერნის თავი დაარტყა.
თუმცა, შესვენების შემდეგ გამოჩნდა, რომ ასეთი იღბლიანი პირველი ნახევარი გამარჯვების გარანტია სულაც არ იყო. ნორვიჩელებს სამი ქულისთვის მეორე ნახევარში გვარიანი ბრძოლა დასჭირდათ. ბოლტონელმა მარტინ პეტროვმა პენალტით შეამცირა სხვაობა, სტუმართა მეკარე ჯონ რადიმ კი მსაჯის წამატებულ წუთებზე დავიდ ნგოგს საუცხოოდ აუღო.
"ევერტონმა" "უიგანთან" შეხვედრაში პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა, ოღონდ ეს მხოლოდ თამაშის მიწურულს, აპოსტოლოს ველიოსის გოლის წყალობით შეძლო. ისევე, როგორც წინა შეხვედრებში დევიდ მოიესის ბიჭებმა თავდასხმაში ამჯერადაც კოლექტიური შრომით სცადეს შედეგის მიღწევა, რადგან გამოკვეთილი ფორვარდი არ ჰყავდათ.
"სუონსიმ" გარდა იმისა, რომ პირველი გამარჯვება მოიპოვა, პირველი გოლიც... უფრო სწორედ გოლებიც გაიტანა: სკოტ სინკლერმა მე-14 წუთზე გატანილი პენალტით თავისი გუნდის 374 წუთიან უგოლობას წერტილი დაუსვა. ამ წარმატებულ შეხვედრაში სუონსელთა ერთადერთი "შავი ლაქა" მცველის, ნილ ტეილორის თავის ტრავმა გახლდათ. ტეილორი მეტოქის ფორვარდ პიტერ ოდემვინგესთან შეჯახების დროს დაშავდა.
და ბოლოს, ვულვერჰემპტონში "ქუინზ პარკ რეინჯერსის" გამარჯვების შესახებ. "მოლინოზე" გადახალისებულმა "რეინჯერსმა" უკვე სულ სხვა ფეხბურთი ითამაშა და შთამბეჭდავად გაიმარჯვა. ანგარიში "ჰუპსის" ახალდანიშნულმა კაპიტანმა, "ნიუკასლიდან" ცოტა ხნის წინ გადასულმა ჯოი ბარტონმა გახსნა, შემდეგი ორი კი ალეხანდრო ფაურლინმა და დი ჯეი კემპბელმა მიაყოლეს.
ინგლისი. პრემიერლიგა. V ტური
ბლექბერნი-არსენალი 4:3
ბლექბერნი (4-2-3-1): რობინსონი - სალგადო (18. პეტროვიჩი), სამბა, დანი, ჟივე - ნზონზი, ლოუი - როჩინა (56. ოლსონი), ფორმიცა (65. ვუკცევიჩი), ჰოილეტი - იაკუბუ
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია (53. დჯურუ), მერტესაკერი, კოშელნი, სანტოსი - სონგი (76. შამახი), რემსი - ჟერვინიო, არტეტა, არშავინი (65. უოლკოტი) - ვან პერსი
გოლები: 0:1 ჟერვინიო (10), 1:1 იაკუბუ (25), 1:2 არტეტა (34), 2:2 სონგი (50 ს.კ.), 3:2 იაკუბუ (59), 4:2 კოშელნი (69 ს.კ.), 4:3 შამახი (85)
გაფრთხილება: დანი, ოლსონი - დჯურუ
კუთხური: 2-13; ჯარიმა: 12-16; კარში დარტყმა: 8-14 (5-8); თამაშგარე: 0-1; ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 22 637
ასტონ ვილა-ნიუკასლი 1:1
ასტონ ვილა (4-5-1): გივენი - ჰატონი, კოლინზი, დანი, უორნოკი - ნ’ზოგბია, ს. პეტროვი (68. აირლენდი), ბენანი (67. ოლბრაიტონი), დელფი, აგბონლაჰორი - ბენტი (85. დელფუენსო)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსინი, კოლოჩინი, რ. ტეილორი, ს. ტეილორი - ობერტანი, კაბაიე, ტიოტე, ხონასი (85. ს. ამეობი) - ბესტი (68. შ. ამეობი), ბა (80. მარვო)
გოლები: 1:0 აგბონლაჰორი (13), 1:1 ბესტი (57)
გაფრთხილება: კოლინზი - ბესტი
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 14-11; კარში დარტყმა: 11-22 (2-6); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 34 248
ბოლტონი-ნორვიჩი 1:2
ბოლტონი (4-4-1): იაასკელაინენი - ბოიატა, გ. კეჰილი, ნაითი, რობინსონი - თუნჩაი (46. იგლზი), რიო-კოკერი, პრეტლი (74. მ. დევისი), მ. პეტროვი - კ. დევისი (46. ნ’გოგი), კლასნიჩი
ნორვიჩი (4-4-2): რადი - ბერნეტი, მარტინი, ტიერნი, ნაფტონი - ბენეტი, ბ. ჯონსონი, ფოქსი, პილკინგტონი (77. ვუგანი) - ჰულაჰანი (87. კროფტსი), მორისონი (77. ჰოლტი)
გოლები: 0:1 პილკინგტონი (37), 0:2 ბ. ჯონსონი (42), 1:2 მ. პეტროვი (64-პენ)
გაფრთხილება: იაასკელაინენი, რიო-კოკერი, რობინსონი - ჰოლტი
გაძევება: კლასნიჩი (45 - ბოლტონი)
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 14-9; კარში დარტყმა: 3-11 (3-6); თამაშგარე: 1-7; ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 21 223
ევერტონი-უიგანი 3:1
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, ჯეგიელკა, დისტინი, ბეინესი - კოულმენი (66. ველიოსი), როდუელი, ფელაინი, ბელიალეტდინოვი (59. დრენტე) - ოსმანი - ტ. კეჰილი (83. სტრაკუალურსი)
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - ვან ანჰოლტი, კოლდუელი, პისკუ, ფიგეროა - უოტსონი, მაკარტი, გომესი (71. დ. ჯონსი) - მოზესი, დი სანტო, როდალეგა (90. მელოუნი)
გოლები: 0:1 დი სანტო (31), 1:1 ჯეგიელკა (33), 2:1 ველიოსი (84), 3:1 დრენტე (90)
გაფრთხილება: ფელაინი, ველიოსი - კოლდუელი
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 10-17; კარში დარტყმა: 13-6 (6-2); თამაშგარე: 3-2; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 31 576
სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 3:0
სუონსი (4-5-1): ვორმი - რენგელი, უილიამსი, მონკი, ნ. ტეილორი (86. ბესონი) - დაიერი (71. რუტლიჯი), ბრიტონი, ალენი, გოუერი, სინკლერი - ლიტა (71. მური)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი, ოლსონი, მულუმბუ (46. დორანსი), შორი - მორისონი, დოუსონი, შარნერი (67. კოქსი), ტომასი (46. ბრანტი) - ლონგი, ოდემვინგე
გოლები: 1:0 სინკლერი (14-პენ), 2:0 ლიტა (24), 3:0 დაიერი (49)
გაფრთხილება: ლიტა - ბრანტი, ოდემვინგე
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 10-3; კარში დარტყმა: 7-11 (5-5); თამაშგარე: 0-2; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 20 341
ვულვზი-ქუინზ პარკი 0:3
ვულვზი (4-4-2): ჰენესი - სტირმენი, რ. ჯონსონი, ბერა, ელოკობი (46. ვოუკსი) - ნაითლი (46. გუედიოურა), ჰენრი, ო’ჰარა, ჯერვისი (73. ჰანტი) - უორდი, დოილი
ქუინზ პარკი (4-3-3): კენი - ლ. იანგი, გებიდონი (83. ჰოლი), ა. ფერდინანდი, ტრაორე - ბარტონი, დერი, ფაურლინი - რაიტ-ფილიპსი, ბოთროიდი (73. დ. კემპბელი), ტაარაბტი (76. სმიტი)
გოლები: 0:1 ბარტონი (8), 0:2 ფაურლინი (10), 0:3 დ. კემპბელი (87)
გაფრთხილება: გუედიოურა, ვიუკსი - ბოთროიდი, ფაურლინი, ა. ფერდინანდი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 18-17; კარში დარტყმა: 9-17 (3-12); თამაშგარე: 2-4; ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 48 52
ტოტენჰემი-ლივერპული 4:0
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - უოქერი, ქაბული, კინგი (84. ბასონგი), ასუ-ეკოტო - კრანჩარი (46. ვან დერ ვაარტი), პარკერი, მოდრიჩი, ბეილი - ადებაიორი, დეფო (83. დოს სანტოსი)
ლივერპული (4-4-2): რეინა - შკრტელი, კარაგერი, აგერი (27. კოატესი), ენრიკე - ჰენდერსონი, ლუკასი, ადამი, დაუნინგი (70. სპირინგი) - სუარესი (70. ბელამი), ქეროლი
გოლები: 1:0 მოდრიჩი (7), 2:0 დეფო (66), 3:0 ადებაიორი (68), 4:0 ადებაიორი (90)
გაფრთხილება: ადებაიორი - ადამი, შკრტელი, კოატესი, სუარესი
გაძევება: ადამი (28-ლივერპული), შკრტელი (63-ლივერპული)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 13-18; კარში დარტყმა: 18-3 (10-1); თამაშგარე: 3-4; ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 36 129
ფულჰემი-მანჩესტერ სიტი 2:2
ფულჰემი (4-2-3-1): შვარცერი - კელი, ბეირდი, ჰანგელანდი, რიისე - მერფი, დაფი (62. კასამი) - სიდუელი, დემბელე (87. გონსალესი), დემპსი - ზამორა
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კლიში - ი. ტურე, ბერი - სილვა (69. საბალეტა), აგუერო (83. ტევესი), ნასრი (81. ა. ჯონსონი) - ჯეკო
გოლები: 0:1 აგუერო (18), 0:2 აგუერო (46), 1:2 ზამორა (56), 2:2 მერფი (75)
გაფრთხილება: სიდუელი - ბერი
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 12-12; კარში დარტყმა: 9-13 (6-6); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 24 750
სანდერლენდი-სტოკი 4:0
სანდერლენდი (4-4-1-1): მინოლე - ო’ში, ბრემბლი, ბრაუნი, რიჩარდსონი - ელმოჰამადი, გარდნერი, ვუგანი, ლარსონი (63. კოლბეკი) - სესენიონი (81. ჯი) - ბენდტნერი (85. უიკჰემი)
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - ჰუთი, შოუკროსი, ვუდგეიტი, უილსონი - ჯერომი (61. კ.ჯონსი), დილეპი (71. პალასიოსი), უაიტჰედი, ეზერინგტონი (65. პენანტი) - უოლტერსი, კრაუჩი
გოლები: 1:0 ბრემბლი (5), 2:0 ვუდგეიტი (11 ს.კ.), 3:0 გარდნერი (28), 4:0 ლარსონი (59)
გაფრთხილება: ლარსონი - ჰუთი, კრაუჩი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-16; კარში დარტყმა: 7-5 (6-3); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 32 296
მანჩესტერ იუნაიტედი-ჩელსი 3:1 [იხილეთ ვიდეო]
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - სმოლინგი (62. ვალენსია), ჯონსი, ევანსი, ევრა - ნანი, ფლეტჩერი, ანდერსონი (62. ქერიკი), ე. იანგი - რუნი, ერნანდესი (79. ბერბატოვი)
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - რამირესი, მეირელეში (79. მიკელი), ლემპარდი (46. ანელკა) - სტარიჯი (68. ლუკაკუ), ტორესი, მატა
გილები: 1:0 სმოლინგი (8), 2:0 ნანი (37), 3:0 რუნი (45), 3:1 ტორესი (46)
ვერ გაიტანა პენალტი: რუნი (57-მანჩესტერი)
გაფრთხილება: ვალენსია, ფლეტჩერი - რამირესი, ტერი, ე. კოული
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 11-13; კარში დარტყმა: 10-18 (6-7); თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 75 455
სატურნირო მდგომარეობა
1. მანჩესტერი 5 5 0 0 21-4 15
2. სიტი 5 4 1 0 17-5 13
3. ჩელსი 5 3 1 1 8-6 10
4. ნიუკასლი 5 2 3 0 4-2 9
5. სტოკი 5 2 2 1 3-5 8
6. ასტონ ვილა 5 1 4 0 6-4 7
7. ევერტონი 4 2 1 1 6-4 7
8. ლივერპული 5 2 1 2 6-7 7
9. ქუინზ პარკი 5 2 1 2 4-6 7
10. ვულვერჰემპტონი 5 2 1 2 4-6 7
11. ტოტენჰემი 4 2 0 2 7-8 6
12. სანდერლენდი 5 1 2 2 6-4 5
13. ნორვიჩი 5 1 2 2 5-7 5
14. სუონსი 5 1 2 2 3-5 5
15. უიგანი 5 1 2 2 4-7 5
16. ბლექბერნი 5 1 1 3 7-10 4
17. არსენალი 5 1 1 3 6-14 4
18. ფულჰემი 5 0 3 2 4-7 3
19. ბოლტონი 5 1 0 4 8-13 3
20. ვესტ ბრომვიჩი 5 1 0 4 3-8 3
ბომბარდირები: 9 - რუნი (მანჩესტერი); 8 - აგუერო (სიტი); 6 - ჯეკო (სიტი); 3 - ადებაიორი (ტოტენჰემი), აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ბესტი (ნიუკასლი), დი სანტო (უიგანი), კლასნიჩი (ბოლტონი); 2 - არტეტა (არსენალი), დეფო (ტოტენჰემი), ერნანდესი (მანჩესტერი), ლარსონი (სანდერლენდი), ლონგი (ვესტ ბრომვიჩი), ნანი (მანჩესტერი), სილვა (სიტი).
მომდევნო ტური
24 სექტემბერი. მანჩესტერ სიტი-ევერტონი, არსენალი-ბოლტონი, ჩელსი-სუონსი, ლივერპული-ვულვერჰემპტონი, ნიუკასლი-ბლექბერნი, ვესტ ბრომვიჩი-ფულჰემი, უიგანი-ტოტენჰემი, სტოკი-მანჩესტერ იუნაიტედი.
25 სექტემბერი: ქუინზ პარკი-ასტონ ვილა
26 სექტემბერი: ნორვიჩ სიტი-სანდერლენდი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"