გაზეთი იქვე დასძენს, რომ დიდი მწვრთნელის გადაწყვეტილება, "იუნაიტედი" ყოფილ მთავარ კონკურენტს გადააბაროს, უდიდესი გამოცდა იქნება "განსაკუთრებულისთვის", რომელმაც "პორტუში", "ჩელსიში", "ინტერსა" და "რეალში" მუშაობის დროს მრავალი მტერი და მოძულე შეიძინა.
"იუნაიტედის" შეფები სერ ალექსის ამ გადაწყვეტილებამ, თურმე, გვარიანად დაძაბა. მათ ეშინიათ, რომ მოურინიოს თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში "მსოფლიოში ყველაზე დიდ" კლუბს სახელი შეებღალება. მათი შიში ძნელი გასაგები ნამდვილად არ არის.
"განსაკუთრებული" თავისებური ქცევისა
თუმცა, ფერგიუსონი ასეთ ამბებს არას დაგიდევთ და დარწმუნებულია, რომ მოურინიო, რომელთანაც 2007 წლის (პორტუგალიელის ინგლისიდან წასვლის) შემდეგ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, სწორედ ის კაცია, ვინც "იუნაიტედს" სჭირდება.
"ალექსსა და ჟოზეს მეგობრული ურთიერთობა აქვთ - უთხრა "დეილი მეილს" ადამიანმა, რომელიც ორივე მწვრთნელთან ახლობლობს - გარწმუნებთ, რომ ფერგიუსონი ყველა ღონეს იხმარს, რათა "იუნაიტედიდან" მისი წასვლის შემდეგ "ოლდ ტრეფორდზე" მწვრთნელად მოურინიო მივიდეს.
ჟოზეს "რეალში" უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ფერგიუსონმა კარგად იცის, რომ ამ პრობლემათა მეტი წილი მისი ეროვნებითაა განპირობებული. მოურინიო პორტუგალიელია და ამით ამაყობს, ესპანელები კი პორტუგალიელებს ზემოდან უყურებენ და მათი მითითებებისა და ბრძანებების შესრულებას თაკილობენ. ინგლისში ასე არ არის. როდესაც ჟოზე თანამდებობიდან გაუშვეს, "ჩელსის" ფეხბურთელები ყურებჩამოყრილნი იყვნენ".
მოურინიოს შესახებ თავისი მოსაზრება ხმამაღლა გამოთქვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა ვეტერანმა და ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავმა, 32 წლის რიო ფერდინანდმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"